ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: როგორც იქნა, აშშ-მა დაასანქცირა ივანიშვილი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუტის ბუდრისი -ის სახაზინო დეპარტამენტის მხრიდან ს დასანქცირებას ეხმაურება და წერს, რომ ახლა ზუსტად ის დროა, ევროკავშირის ინსტიტუტებმა და წევრმა სახელმწიფოებმა იგივე ნაბიჯი გადადგან.
“როგორც იქნა! ბიძინა ივანიშვილი აშშ-მა დაასანქცირა. მივესალმები აშშ-ის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას. ივანიშვილი უკვე იყო ლიეტუვის, ლატვიის, სა და უკრაინის სანქციების სიაში. ზუსტად ის დროა, ევროკავშირის ინსტიტუტებმა და წევრმა სახელმწიფოებმა იგივე ნაბიჯი გადადგან. ლიეტუვა ქართველი ხალხის გვერდით დგას!”, – აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
2 დეკემბერს ევროკავშირის სამმა სახელმწიფომ, ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ, სავიზო სანქციები დაუწესეს ბიძინა ივანიშვილსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 მაღალჩინოსანს.