ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო – ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ -ის გარდაცვალების გამო – ქართველი ხალხის მიმართ მისი ერთგულება და სულიერი მსახურება განუზომელია

ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, -ის გარდაცვალების გამო, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში წერს.

„მთელი ცხოვრების განმავლობაში ქართველი ხალხის მიმართ მისი ერთგულება და სულიერი მსახურება განუზომელია და ეს ხალხს დიდხანს დაამახსოვრდება“, – წერს ლიეტუვის საგარეო უწყება X-ზე.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

ასევე დაგაინტერესებთ

რუსეთის მთავრობა დუმას წარუდგენს კანონპროექტს, რომელიც შეიარაღებული ძალების საზღვარგარეთ გამოყენების უფლებას იძლევა რუსეთის იმ “მოქალაქეების დასაცავად, რომლებსაც უცხოური სასამართლოები დევნიან”