ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის პრეზიდენტზე, გიტანას ნაუსედაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას ცნობით, გინტაუტას პალუცკასისმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარის თანამდებობები დატოვა.
„დღეს დილით დამირეკა და გადადგომის შესახებ მაცნობა. ფაქტი ეს არის. არაფერი იცვლება. ლიეტუვის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ ბოლო მოიგო და სეიმში უმრავლესობას ფლობა. პარტია შესაძლო პოტენციური კოალიციების ფორმირებაზე კონსულტაციებს დაიწყებს“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.
გინტაუტას პალუცკასისმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც მისი კომპანიის საქმიანობასა და დაფინანსებასთან დაკავშირებულ შესაძლო დარღვევებზე ქვეყანაში შეკითხვები გაჩნდა. ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ პალუცკასის საზოგადოებისთვის ახსნა-განმარტებების გასაკეთებლად ორი კვირა მისცა. მიმდინარე თვის დასაწყიში ლიეტუვის გენერალურმა პროკურატურამ საქმის გარემოებების შესწავლა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაავალა, ხოლო კოალიციაში შემავალი პარტნიორები პალუცკასის მთავრობის შემადგენლობიდან გასვლით დაემუქრნენ, თუ ის თანამდებობაზე დარჩებოდა.
ამასთან, დღეს ლიეტუვურმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ფინანსური დანაშაულების გამოძიების სამსახურმა ჩხრეკა ჩაატარა კომპანია „Dankora“-ში, რომელიც გინტაუტას პალუცკასის ძმის მეუღლეს ეკუთვნის. მედიის ინფორმაციით, აღნიშნულმა კომპანიამ ევროპული დაფინანსება მიიღო და პალუცკასის კომპანია „Garnis“-იდან აკუმულატორების სისტემები შეიძინა.
გინტაუტას პალუცკასი ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2024 წლის ნოემბრიდან იკავებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე: ევროკავშირმა სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაა – ეს დადასტურებაა, რომ მეგობრებს ვახსოვართ

ირაკლი კობახიძე: „იგლ ჰილსის“ პროექტზე – 147 ბინა შეიძინეს საქართველოს მოქალაქეებმა, 110 – უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, 8 ბინა არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა, თავადაც ხედავთ, როგორი არაბიზაციის რისკის წინაშე დგას ქვეყანა

ირაკლი კობახიძე – მარტო უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში ბიუჯეტში შემოდის 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი – ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება

ირაკლი კობახიძე – ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეების 30% რუსეთის მოქალაქეა, შემდეგ ადგილზე არიან ინდოეთი და აზერბაიჯანი, უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა 5.9%-ია, ლტოლვილის სტატუსით კი 25 ათასამდე უკრაინელი ცხოვრობს