ლიეტუვის მთავრობაში ფიქრობენ, რომ ნავალნის მხარდამჭერზე თავდასხმა დაგეგმილი იყო

ლეონიდ ვოლკოვზე თავდასხმა იყო პროფესიული და კარგად დაგეგმილი – აცხადებს ლიეტუვის მთავრობის კრიზის-მენეჯმენტის ცენტრის ხელმძღვანელი. მისი განცხადება ადგილობრივმა მედიამ ხუთშაბათს გაავრცელა.
“რაც უფრო მეტს ვიძიებთ, უფრო ნათელი ხდება, რომ ეს ოპერაცია იყო პროფესიონალური, კარგად დაგეგმილი”, – უთხრა BNS საინფორმაციო სააგენტოს თანახმად ვილმანტას ვიტკაუსკასმა საზოგადოებრივ მაუწყებელს.
ლეონიდ ვოლკოვს, ს მოკავშირეს, ლიეტუვაში ჩაქუჩითა და ცრემლსადენი გაზით დაესხნენ თავს. სააგენტო “როიტერთან” საუბრის დროს მან თქვა, რომ ისიც და ნავალნის სხვა მოკავშირეებიც შიშობენ, რომ საფრთხე ემუქრებათ.
ნავალნის ორგანიზაციის წევრებმა იცოდნენ, რომ “მაღალი ინდივიდუალური რისკის ქვეშ” იყვნენ” – თქვა ვოლკოვმა სამშაბათს, თავის სახლთან მომხდარ თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაწერილი ინტერვიუს დროს.
“მათ იციან, რომ პუტინი ხალხს ხოცავს არა მარტო ს შიგნით, არამედ რუსეთის გარეთაც. ძალიან ბნელ დროში ვცხოვრობთ”, – ამბობდა ინტერვიუში რუსი ოპოზიციონერი.
ლიეტუვამ მოსკოვი უკვე დაადანაშაულა თავდასხმის ორგანიზებაში. ვოლკოვმა კი ბრალი პირადად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს დასდო.
“ნათელია, რომ ეს არის ტიპური, კრიმინალური “სალამი” პუტინისგან, რომელიც კრიმინალური პეტერბურგიდანაა. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და არ დავნებდებით”, – დაწერა “ტელეგრამზე” ვოლკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მათიკაშვილმა – სალომე ზურაბიშვილს სისულელის კეთებაში ბადალი არ ჰყავს – მისგან არაფერი გაგვიკვირდება, თუმცა ვიმედოვნებთ, მძიმე კონსტიტუციურ სისულელეს, სამართლებრივ ნონსენსს არ ჩაიდენს, უფრო მასხრად არ აიგდებს თავს