ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის, დოვილე შაკალიენეს განცხადებით, ევროპა მზად უნდა იყოს პოტენციური ომისთვის, რადგან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი არ შეიცვლება.
უკრაინული მედიის ცნობით, დოვილ შაკალიენის ამ განცხადებას ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„პუტინი არ შეიცვლება. ჩვენ გვაქვს 3-4 წელი, რათა სრულად მოვემზადოთ ევროპაში დიდი ომისთვის. ნატო 100%-ით მზად უნდა იყოს ომისთვის ნებისმიერ მომენტში, რადგან ომის თავიდან აცილების ერთადერთი გზა ამისთვის სრული მზადყოფნაა. აღარ შეიძლება უსაფრთხოების ილუზიები გვქონდეს“, – აღნიშნა დოვილე შაკალიენემ.
