ლიეტუვაში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს

ლიეტუვაში საქართველოს ელჩი, სალომე შაფაქიძე თანამდებობას ტოვებს, – ამის შესახებ ის სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„წარვადგენ ლიეტუვაში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას. პატივი და პრივილეგია იყო ის, რომ ვემსახურებოდი ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და მოკრძალებული წვლილი შემქონდა მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაში, რაც განუყოფელია ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებისგან. საქართველო ევროპაა“, – წერს სალომე შაფაქიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს