ლიეტუვასა და ბელარუსს შორის გრძელდება დაპირისპირება ლიეტუვის მიერ საზღვრის ჩაკეტვის გამო

ლიეტუვასა და ბელარუსს შორის გრძელდება დაპირისპირება ლიეტუვის მიერ საზღვრის ჩაკეტვის გამო. ლიეტუვამ ორჯერ სთხოვა ბელარუსის ხელისუფლებას, რომ მის მიერ დაკავებულ ლიეტუვის სატვირთო მანქანებს მისცეს ბელარუსის ტერიტორიიდან გასვლის უფლება, თუმცა მინსკმა 12 ნოემბერს უარი თქვა მოთხოვნაზე, იტყობინება ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ალგირდას დობრავოლსკასი, რომლის სიტყვებიც მოჰყავს ლიეტუვის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო BNS-ს.
„დღეს ჩვენ მივიღეთ ლიეტუვის წერილზე პასუხი ბელარუსის სასაზღვრო სამსახურის უფროსისგან. ლიეტუველი და ევროპული გადამზიდავებისთვის ევაკუაციის დერეფნის გახსნაზე თანხმობა არ მიგვიღია. ჩვენი კომპანიები მძევლად რჩებიან“, განაცხადა დობრავოლსკასმა.
ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადისლავას კონდრატოვიჩიუსმა დაადასტურა მინსკის უარი სატვირთო მანქანების გაშვებაზე.
„ისინი (ბელარუსი – BNS) აცხადებენ, რომ შეხვედრას და ამ საკითხის განხილვას გვთავაზობენ“, განაცხადა მინისტრმა, მინსკის მიერ სატვირთო მანქანებისთვის საზღვრის გახსნის მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხის შეფასების მოთხოვნის საპასუხოდ.
ბელორუსის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სატვირთო მანქანებს მანამდე არ გაათავისუფლებენ, სანამ ლიეტუვა სრულად არ გახსნის საზღვარს ბელარუსიდან ტვირთებისთვის. ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ რიჟენკოვმა 12 ნოემბერს განაცხადა: „ბელარუსი სრულად უჭერს მხარს ბელარუს-ლიეტუვის სახელმწიფო საზღვრის ნორმალური ფუნქციონირების სწრაფ აღდგენას. ეს მოიცავს ჩვენი სამართლებრივი ჩარჩოთი გათვალისწინებული ყველა საკონტროლო პუნქტის ფუნქციონირებას და სასაზღვრო ოპერაციების უზრუნველყოფის შესაბამის სამსახურებს შორის ნორმალური ურთიერთქმედების აღდგენას“.
რიჟენკოვმა ასევე განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომი მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე გაიმართება.
10 ნოემბერს ალიაქსანდრ ლუკაშენკა ბელარუსში მყოფი ლიეტუვის სატვირთო მანქანების კონფისკაციით დაიმუქრა. მისი თქმით, ისინი ამჟამად „დაცვის ქვეშ“ (საფასურის სანაცვლოდ) იმყოფებიან „კამენი-ლოგის“, „ბერესტოვიცის“, „ბენიაკონისა“ და „კოტლოვკის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებთან.
ლიეტუვამ ბელარუსთან საზღვარი 27 ოქტომბერს ჩაკეტა და აპირებს ჩაკეტილი დატოვოს სულ მცირე დეკემბრის დასაწყისამდე. აკრძალვა დაწესდა ბელარუსიდან კონტრაბანდული სიგარეტის ათობით ბუშტის ლიეტუვაში გადაფრენის შემდეგ; ზოგჯერ მათი რიცხვი ერთდროულად რამდენიმე ათეულს აღემატებოდა. ბუშტების გამო ლიეტუვის მთავრობა იძულებული გახდა, რამდენჯერმე დაეხურა ვილნიუსის აეროპორტი (რომელიც ბელარუსის საზღვრიდან 25 კილომეტრში მდებარეობს).
საპასუხოდ ლუკაშენკამ 31 ოქტომბერს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც აკრძალა პოლონეთსა და ლიეტუვაში რეგისტრირებული სატვირთო მანქანების, ტრაქტორებისა და მისაბმელების, ასევე პოლონეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების ბელარუსში გადაადგილება. ამ მომენტიდან ბელარუსის ხელისუფლება უბრალოდ კრძალავდა ამ სატვირთო მანქანების ქვეყნის გასვლას. ამის შემდეგ ბელარუსში დააკავეს ლიეტუველი გადამზიდავების სატვირთო მანქანები.
ფორუმი