ლიეტუვამ ჩამორთმეული ბელარუსული ავტომობილები აუქციონზე გაყიდა
ლიეტუვა აუქციონზე გაყიდის ბელარუსიდან შემოტანილ სატვირთო და სახანძრო მანქანებს, რომლებიც მათ მფლობელებს სანქციებისთვის თავის არიდების გამო ჩამოართვეს.
„პროკურორმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება რძის გადამზიდი 17 მანქანისა და 17 სახანძრო მანქანის გაყიდვის შესახებ და ეს გადაწყვეტილებები საბოლოოა“, – განაცხადა ლიეტუვას გენერალურმა პროკურორმა, ნიდა გრუნსკიენემ სეიმაში ჟურნალისტებთან საუბრისას.
„იმედი გვაქვს, რომ ვიღაც იყიდის ამ მანქანებს და უკრაინას გადასცემს. ვფიქრობ, ისინი უკრაინაში ძალიან სჭირდებათ“, – დასძინა მან.
რძის გადამზიდი 17 მანქანა კუბისთვის იყო განკუთვნილი, ხოლო 17 სახანძრო მანქანა ზიმბაბვეში უნდა ჩასულიყო.
ეს მანქანები ლიეტუვას საპორტო ქალაქ კლაიპედაში 2023 წელს დააკავეს.
