ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა – Eurostat

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.
ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი დან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ დან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა – საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.
პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.
საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.
Next: აუტსაიდერი ელისაშვილი ცდილობს რაიმე თანამდებობა მიიღოს ში – ცოტნე ანანიძე

ასევე დაგაინტერესებთ

გარკვეული პირები პედაგოგების შეცდომაში შეყვანის მიზნით ცდილობენ, ინფორმაცია გაავრცელონ, თითქოს რეპეტიტორულ საქმიანობას კანონი კრძალავს- ცალსახად ვამბობთ, რეპეტიტორული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისად, პედაგოგებს შეუძლიათ, თამამად მოამზადონ ნებისმიერი პირი