ლიეტუვამ ბელარუსიდან შეფრენილი საჰაერო ბუშტების გამო აეროპორტები დახურა

ლიეტუვის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვილნიუსის და კაუნასის აეროპორტები დახურეს 24 ოქტომბრის საღამოს ბელარუსიდან მეტეოროლოგიური ბუშტების შეფრენის გამო. ეს ბოლო თვეში მესამე ასეთი შემთხვევაა.

ბოლო კვირების განმავლობაში ევროპის საჰაერო მიმოსვლაში, კოპენჰაგენის, მიუნხენის და ბალტიისპირეთის ქვეყნების აეროპორტებში ქაოსი იყო დრონების და საჰაერო სივრცის სხვა დარღვევების გამო.

ლიეტუვის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ ორ აეროპორტში მოძრაობა შეჩერებული იყო დროით ეროვნული კრიზისების მართვის ცენტრის (NCMC) ცნობით, რადარზე „ათობით ბუშტის“ გამოჩენის გამო.
ვილნიუსის აეროპორტი ადრეც, ამ თვეში დაიხურა მას შემდეგ, რაც კონტრაბანდისტების ბუშტები ლიეტუვის დედაქალაქის საჰაერო სივრცეში შევიდნენ. მათი მეშვეობით კონტრაბანდისტებს ბელარუსიდან სიგარეტს გადაჰქონდათ.

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგა რუგინიენემ 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ მისი ქვეყანას ბელარუსთან საზღვარს დაკეტავს, თუ მეზობელი ქვეყნიდან კონტრაბანდისტების ბუშტები კვლავ შემოვა. 24 ოქტომბერს მან გამოაცხადა, რომ ორივე სასაზღვრო -გამშვები პუნქტი 27 ოქტომბრამდე დაიკეტა.

ფორუმი