ლიბერიის პრეზიდენტმა, ჯორჯ ვეამ არჩევნებში მარცხი აღიარა

ლიბერიის პრეზიდენტმა, ჯორჯ ვეამ არჩევნებში მარცხი აღიარა, – ამის შესახებ განცხადება ლიბერიის პრეზიდენტმა, ჯორჯ ვეამ თავად გაავრცელა.
ლიბერიის პრეზიდენტმა, ჯორჯ ვეამ ოპოზიციის ლიდერთან, ჯოზეფ ბოაკაისთან არჩევნებში დამარცხება დაძაბული ბრძოლის შემდეგ აღიარა.
„რამდენიმე წუთის წინ მე ვესაუბრე არჩეულ პრეზიდენტს, ჯოზეფ ბოაკაის, რათა მისთვის გამარჯვება მიმელოცა. თქვენც მოგიწოდებთ, რომ მიბაძოთ ჩემს მაგალითს და არჩევნების შედეგები მიიღოთ“, – განაცხადა ვეამ ლიბერიის ეროვნული რადიოს ეთერში.
ცნობისთვის, 78 წლის ბოაკაიმ, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, რომელიც ვეასთან 2017 წლის არჩევნებში დამარცხდა, პარასკევს გამართულ არჩევნებში ხმების 50,9% დააგროვა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: კობახიძე რატომ არ ყიდულობს ამ დაბალფასიანს? რატომ არ ჭამს ამ ფასიანს, ხომ ვარგა? ჩემი მეზობელი, მეგობარი, ნათესავი რასაც ჭამს, იმას რატომ არ ჭამს, თუ კაია? მილიონიანი მანქანა რომ ჰყავს, წამოვიდეს, ვაყიდინებ პრიუსს…