ლიბერალ-ფაშისტობამ სათავისოდ ყველაზე კოშმარული სიზმრების ბურუსში მიიძინა, სადაც ბიძინა ივანიშვილი მორიგი სიქველით აოცებს სრულიად საქართველოს

ლიბერალ-ფაშისტობამ სათავისოდ ყველაზე კოშმარული სიზმრების ბურუსში მიიძინა, სადაც მორიგი სიქველით აოცებს სრულიად საქართველოს
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის შეძენის შესახებ რადიკალების რეაქციებს გამოეხმაურა.
ქართველიშვილის თქმით, საკუთარი შხამით მიყენებული ინტოქსიკაციის ფონზე, ლიბერალ-ფაშისტობამ სათავისოდ ყველაზე კოშმარული სიზმრების ბურუსში მიიძინა – სადაც ბიძინა ივანიშვილი მორიგი სიქველით აოცებს სრულიად საქართველოს.
„ჩვეულ სტილში ჩაიარა ტოქსიკურმა და ეშმაკეულმა გამოხმაურებამ ქვესკნელის ადგილობრივ ფილიალებში, სექტანტებისთვის უცხო ქვეყანა-საქართველოში, იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნის დაბრუნების გამო.
საკუთარი შხამით მიყენებული ინტოქსიკაციის ფონზე, ლიბერალ-ფაშისტობამ სათავისოდ ყველაზე კოშმარული სიზმრების ბურუსში მიიძინა – სადაც ბიძინა ივანიშვილი მორიგი სიქველით აოცებს სრულიად საქართველოს.
მათთვის ამ საშინელებათა სიზმრებს, ყოველჯერზე ერთი და იგივე ფინალი აქვს – სადღაც ზემოდან, აღწევს ამ შეპყრობილებამდე საოცარი სიტყვები: “სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი?”, და კოლექტიურ ცივ ოფლში გაწურული, იღვიძებს სრულიად საქადჟეთი, შხამგამოცლილი ეშვებით ჩვენს დასაგესლად…“-წერს დავით ქართველიშვილი.
Previous: მართალია, ში ს სამხედრო აგრესიის დაწყების შემდგომ საქართველომ არ შემოიღო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება მკაცრად აკონტროლებს სანქცირებულ პირებსა თუ ტვირთებს

ასევე დაგაინტერესებთ

ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს, საკუთარი საქმიანობით ეს ადამიანები აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას, გააქვთ ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ და მათი საქმიანობა იმსახურებს დაფასებას

ზოგ რეკომენდაციას რომ გავყოლოდით, შეიძლება გვქონოდა სწრაფი შედეგი კანდიდატის სტატუსთან, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებასთან დაკავშირებითაც, მაგრამ ვიქნებოდით ფიზიკურად და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა