ლიბერალ-ფაშისტობამ სათავისოდ ყველაზე კოშმარული სიზმრების ბურუსში მიიძინა, სადაც ბიძინა ივანიშვილი მორიგი სიქველით აოცებს სრულიად საქართველოს

ლიბერალ-ფაშისტობამ სათავისოდ ყველაზე კოშმარული სიზმრების ბურუსში მიიძინა, სადაც მორიგი სიქველით აოცებს სრულიად საქართველოს
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის შეძენის შესახებ რადიკალების რეაქციებს გამოეხმაურა.
ქართველიშვილის თქმით, საკუთარი შხამით მიყენებული ინტოქსიკაციის ფონზე, ლიბერალ-ფაშისტობამ სათავისოდ ყველაზე კოშმარული სიზმრების ბურუსში მიიძინა – სადაც ბიძინა ივანიშვილი მორიგი სიქველით აოცებს სრულიად საქართველოს.
„ჩვეულ სტილში ჩაიარა ტოქსიკურმა და ეშმაკეულმა გამოხმაურებამ ქვესკნელის ადგილობრივ ფილიალებში, სექტანტებისთვის უცხო ქვეყანა-საქართველოში, იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნის დაბრუნების გამო.
საკუთარი შხამით მიყენებული ინტოქსიკაციის ფონზე, ლიბერალ-ფაშისტობამ სათავისოდ ყველაზე კოშმარული სიზმრების ბურუსში მიიძინა – სადაც ბიძინა ივანიშვილი მორიგი სიქველით აოცებს სრულიად საქართველოს.
მათთვის ამ საშინელებათა სიზმრებს, ყოველჯერზე ერთი და იგივე ფინალი აქვს – სადღაც ზემოდან, აღწევს ამ შეპყრობილებამდე საოცარი სიტყვები: “სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი?”, და კოლექტიურ ცივ ოფლში გაწურული, იღვიძებს სრულიად საქადჟეთი, შხამგამოცლილი ეშვებით ჩვენს დასაგესლად…“-წერს დავით ქართველიშვილი.
Previous: მართალია, ში ს სამხედრო აგრესიის დაწყების შემდგომ საქართველომ არ შემოიღო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება მკაცრად აკონტროლებს სანქცირებულ პირებსა თუ ტვირთებს

ასევე დაგაინტერესებთ

სამწუხაროა, როდესაც კონკრკეტული ადამიანები სრულიად შეგნებულად ცდილობენ ქვეყანაში უარყოფითი მოლოდინების შექმნას, ნიჰილიზმის დათესვას, ეს არის დაკვეთა, რომელსაც პოლიტიკური ოპონენტები ასრულებენ, საბედნიეროდ, მათი არც პროგნოზები სრულდება და არც გეგმები ხორციელდება

მარტში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9%, პირველი კვარტლის საერთო მაჩვენებელი არის 9,3%, ასევე პირველ კვარტალში, საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულდა 120 მლნ ლარის გადაჭარბებით, რაც ეკონომიკური ზრდის შედეგია