ლიბანში მომხდარი აფეთქებისას “ჰამასის” ლიდერის მოადგილე დაიღუპა – ის “ჰამასის” ყველაზე მაღალი რანგის ფიგურაა, რომელიც 7 ოქტომბერს დაწყებული ომის განმავლობაში მოუკლავთ

ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად “ჰამასის” ლიდერის მოადგილე, 57 წლის სალეჰ ალ-არური დაიღუპა. ინფორმაციას “ჰამასიც” ადასტურებს, – ამის შესახებ BBC წერს.
მედიის ცნობით, არური დაიღუპა ლიბანის დედაქალაქის სამხრეთით, უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის შედეგად, ექვს სხვა პირთან ერთად, რომელთაგანაც ორი “ჰამასის” სამხედრო მეთაური იყო.
ლიბანის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ აფეთქება”ჰამასის” ოფისთან მოხდა.
როგორც BBC წერს, არური “ჰამასის” ყველაზე მაღალი რანგის ფიგურაა, რომელიც 7 ოქტომბერს დაწყებული ომის განმავლობაში მოუკლავთ.

ასევე დაგაინტერესებთ

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ტრამპს სთხოვა ითამაშოს აქტიური როლი კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის დამყარების პროცესში. ეს ტემპი თუ შენარჩუნდება, ტრამპის სამშვიდობო მატარებლის შემდეგი გაჩერება – საქართველო უნდა იყოს

აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ნამდვილი სახე ციფრებში იკითხება: 170 საელჩო და 270 წარმომადგენლობა მშვიდობისთვის, ხოლო 750 სამხედრო ბაზა 80 ქვეყანაში – ომისთვის, ეს ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი ბევრად დიდ რესურსს ომის ინფრასტრუქტურაში დებს, ვიდრე მშვიდობის ინსტრუმენტებში