ლიბანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა – ცაჰალი

ისრაელის თავდაცვის ძალების (ცაჰალის) ცნობით, ლიბანის ტერიტორიიდან, ჩრდილოეთ ისრაელისკენ – არაბ-ალ-არამშეს, სასასა და დოვევის მიმართულებით, რამდენიმე რაკეტის გაშვება დააფიქსირეს.
ცაჰალში აცხადებენ, რომ ახლა მათი არტილერიის სამიზნე ლიბანში მდებარე თავდასხმის ობიექტებია. “დავარტყით ჰეზბოლას ტერორისტულ ინფრასტრუქტურას ლიბანში“, – ამბობენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
ცაჰალის ცნობითვე, ლიბანიდან გაშვებულმა რამდენიმე რაკეტამ ისრაელამდე ვერ მიაღწია.

ასევე დაგაინტერესებთ

მართლა სპეცოპერაცია რომ ჩაატარეთ, რომლის ავანგარდშიც კელი დეგნანი იყო, “რუსული კანონი” რომ უწოდეთ, ქართულ, უმარტივეს გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რა არის ამაში რუსული? – ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიის დეპუტატებს