ლიბანი-ისრაელის დაპირისპირება მწვავდება – ომი ახლო აღმოსავლეთში

ისრაელის ტერიტორიაზე სამიზნე დღეს კიდევ ერთხელ გასწორდა. ლიბანიდან 40-მდე რაკეტა გაუშვეს, ყველა ს ჩრდილოეთ საზღვრის მიმართულებით. აფეთქება მერონის მთის ზონაში დაფიქსირდა. თავდასხმის გამო, განგაშის სიგნალი ქვეყნის 90 დასახლებაში ისმოდა. მსხვერპლთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა უკვე აღებულია. ირკვევა, რომ საჰაერო შეტაკება “ჰეზბოლას” მოწყობილია. ლიბანური შიიტური დაჯგუფების ლიდერი ამბობს, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. პასუხი “ჰამასის” ერთ-ერთი ლიდერის, სალეჰ ალ-არურის მკვლელობაზე.
ჰესბოლას თავდასხმას მოჰყვა საპასუხო რეაქციაც. სამხრეთ ლიბანის ტერიტორია ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაბომბეს.
საჰაერო და სახმელეთო ოპერაციები ღაზის სექტორზე ისევ გრძელდება. ისრაელის არმიის მიერ განხორციელებულ თავდასხმას ბოლო ერთ დღეში 122 ადამიანი ემსხვერპლა, 256 ადამიანი კი დაშავდა. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, მსხვერპლთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან.
ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გამწვავების პარალელურად გრძელდება ოფიციალური ვიზიტები. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ლიბანს ეწვია. ჯოზეფ ბორელი შეხვედრებს ქვეყნის პირველ პირებთან მართავს.
ამერიკის შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში ისრაელის მთავარ მხარდამჭერად რჩება. დღეს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი “ჰამასის” ფინანსური ქსელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ ფულად ჯილდოს აწესებს. 10 მილიონ დოლარს მიიღებს ის, ვინც ამერიკულ მხარეს კონკრეტული პირების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. ეს ადამიანები კი, “ჰამასის” ფინანსისტი, “ჰამასის” საინვესტიციო ქსელს წარმომადგენლები და “ჰამასისთვის” თანხების გადარიცხვაში მონაწილეები არიან.
ომს რომ უდანაშაულო ადამიანები მსხვერპლად ეწირებიან, არავინ უარყოფს. სწორედ ამიტომ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ომის დასრულების საკითხი არაერთი დიპლომატიური შეხვედრის მთავარი თემა გამხდარა. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა დღეიდან, ერთკვირიანი დიპლომატიურ მოლაპარაკებათა ვიზიტი დაიწყო, რაც მიზნად ისახავს, კონფლიქტების დეესკალაციას და მოლაპარაკებების დაწყებას. ბლინკენი თურქეთის პირველ პირებს უკვე შეხვდა. ომის საკითხს საბერძნეთში, იორში, კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ისრაელში, მდ.იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და ეგვიპტეში განიხილავს.
სამთვიანი ომის შედეგებს გაეროს ჰუმანიტარულ განყოფილებაში აფასებენ, სადაც ამბობენ, რომ ღაზის სექტორი საცხოვრებლად უვარგისი გახდა. ადგილზე ინფექციური დაავადებები ვრცელდება, ადამიანები შიმშილობენ და ყოველდღიური სიკვდილის საფრთხის წინაშე დგანან.
ომის დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში 22 722 ადამიანი დაიღუპა, 58 000-ზე მეტიკი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე: ტრამპის ორივე დაპირების შინაარსი საქართველოს აწყობს, ჩვენ გვაწყობს ომის დამთავრება, სადაც ბუნებრივად ქრება საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესი და „დიფ სტეიტის“ დამარცხება