ლიბანიდან ცენტრალური ისრაელისკენ რამდენიმე რაკეტა გაუშვეს, ისმის საჰაერო განგაშის სირენა

ლიბანიდან ცენტრალური სკენ ოთხი რაკეტა გაუშვეს, ისმის საჰაერო განგაშის სირენა. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ.
მათი განცხადებით, ცენტრალურ ისრაელში საჰაერო განგაშის სირენები მას შემდეგ ჩაირთო, რაც ლიბანიდან მათი მიმართულებით ოთხი რაკეტა გაუშვეს.
ისრაელის თავდაცვის ძალები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი რაკეტა ჩამოგდებულია, ხოლო რამდენიმე აფეთქდა, თუმცა არ აკონკრეტებენ სად.
ისრაელის მედიის ცნობით, ორი რაკეტა ჩამოგდებულია, ხოლო დანარჩენი ორი ღია სივრცეებში აფეთქდა. ამ მომენტისთვის დაშავებულების შესახებ ცნობები არ არსებობს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჭარბმა უცხოურმა ჩარევამ გზა უნდა მისცეს ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემას, ხოლო უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა – ნამდვილ სამოქალაქო საზოგადოებას

შალვა პაპუაშვილი – სხვადასხვა ქვეყანაში, დემოკრატიზაციის სახელითა და ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამოყენებით, სამართლის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრამ, დაარღვია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ძირითადი საყრდენები