ლე პენი: დემოკრატიამ თავისი სათქმელი თქვა, მაკრონის ბანაკი პრაქტიკულად განადგურდა

საფრანგეთში პარტია ეროვნული გაერთიანების (RN) ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი, მარინ ლე პენი ქვენის საპარლამენტო არჩევნებში გამოქვეყნებულ ეგზიტპოლებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც არჩევნებში ლე პენის პარტია ლიდერობს.
“დემოკრატიამ თავისი სათქმელი თქვა, ფრანგებმა ეროვნული გაერთიანება (RN) და მისი მოკავშირეები სათავეში დააყენეს, რითაც მაკრონის ბანაკი პრაქტიკულად განადგურდა”. – განაცხადა მარინ ლე პენმა.
ლე პენის თქმით, საფრანგეთის მოსახლეობას აშკარად სურს, რომ “შვიდწლიანი დამცინავი და დამღუპველი მმართველობის შემდეგ” ახალი ფურცელი გადაშალოს. მან საკუთარ მხარდაჭერებს მოუწოდა, არჩევნების მეორე ტურში RN-ს კიდევ ერთხელ დაუჭირონ მხარი.
“ჩვენ გვჭირდება აბსოლუტური უმრავლესობა, რათა პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ჯორდან ბარდელას დანიშვნა შევძლოთ”. – ამბობს ლე პენი.
IFOP-ის, Ipsos-ის, OpinionWay-ისა და Elabe-ის ეგზიტპოლების მიხედვით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის პარტია ეროვნული გაერთიანება (RN) ხმების 34%-ით ლიდერობს.
ამავე მონაცემებით, მემარცხენე კოალიციამ ახალი სახალხო ფრონტი (NFP) დაახლოებით 29%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილზე საფრანგეთის პრეზიდენტის, ს ცენტრისტული გაერთიანება ხმების 20.5-23%-ით გავიდა. ამას გარდა, ეგზიტპოლების მიხედვით, მემარჯვენე რესპუბლიკელებმა (LR) ხმების 10.5% მოიპოვეს.