“ლეჩესთან” მატჩში “ნაპოლის” ძირითადი შემადგენლობა ცნობილია

სერია A-ს ბოლო, 38-ე ტურში “ნაპოლი” “ლეჩეს” უმასპინძლებს. ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ სასტარტო შემადგენლობა დაასახელა:
მერეტი, დი ლორენცო, ოსტიგარდი, ჟუან ჟეზუსი, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, კაიუსტე, პოლიტანო, კვარაცხელია, სიმეონე.
შეხვედრა “დიეგო მარადონაზე” თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.