ლექტორი ქეთევან ხუსკივაძე აცხადებს, რომ პოლიციის უფროსმა შეურაცხყოფა მიაყენა

დაკავებული ლექტორის, ქეთევან ხუსკივაძის ადვოკატი მარიამ კალანდაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს საპატრულო პოლიციის უფროსმა გოგა მემანიშვილმა უშუალოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი ქეთევან ხუსკივაძე ასევე აცხადებს, რომ ის ძალის გადამეტებით დააკავა არაერთმა პოლიციელმა, რის გამოც ტკივილს განიცდის იღლიის და კისრის არეში.
“მას სიტყვიერი შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია, მეტიც აბსოლუტურად უკანონოდ დააკავა რამდენიმე პოლიციელმა ძალის გადამატებით. მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, მათ შორის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა. როგორც დაკავებულმა განმიცხადა, უშუალოდ გოგა მემანიშვილმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა დაკავებისას. მას აგინეს. გრძნობს ტკივილს კისრისა და იღლიის არეში ვინაიდან ძალის გამოყენებით აკავებდნენ და ეს იმისდა მიუხედავად რომ მისი მხრიდან წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია”, – ამბობს ადვოკატი ტვ პირველთან.
გუშინ, 19 ნოემბერს პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 13 პირი დააკავა. მათი სასამართლო პროცესები სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე დარახველიძე – ადამიანები გუშინ პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისა და სამართალდამცავების შეურაცხყოფისთვის დააკავეს – სასამართლოში გექნებათ საშუალება, მოისმინოთ არგუმენტები

სიმონ ჯანაშია – ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე კითხვა უნდა დავსვათ ასე: რატომ ახლა, პასუხი მარტივია: პოლიტიკური მიკერძოებულობის გამო – ცნობილი კაციჭამია რომ გასამართლდეს, იქაც გაჩნდება კითხვა, რადგან სასამართლო გვაქვს უსამართლო