„ლექსიკოგრაფია 21-ე საუკუნეში“ − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლექსიკოგრაფიის II საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „ლექსიკოგრაფია 21-ე საუკუნეში“ − ილიაუნის ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
„კონფერენციის მთავარი თემა „ლექსიკოგრაფია და ტექნოლოგიები“ იყო. ამ საკითხზე იმსჯელეს და საკუთარ მიგნებებზე ისაუბრეს როგორც ქართველმა მეცნიერებმა, ასევე 16 ქვეყნიდან მოწვეულმა 50 მკვლევარმა.
წელს კონფერენცია ქართველი ლექსიკოგრაფის, მწერლის, დიპლომატისა და სახელმწიფო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის გარდაცვალებიდან 300 წლისთავს მიეძღვნა.
საერთაშორისო კონფერენცია ილიაუნიში 10-12 ოქტომბერს გაიმართა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თეონა ბაღდავაძე: პირველ რიგში ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი ასეთი ემოციური ვიდეოსთვის, უბრალოდ არ შემიძლია ნიკუშა კაპანაძის ნაძირალა დედას რომელიც ცდილობს სიტუაციიდან დაძვრომას გულგრილად ვუყურო

ნანა კაკაბაძე: ამ ინციდენტის შეფასებისას ბევრმა გაიშიშვლა სული, მოაწყო სტრიპტიზი და გამოფინა საკუთარი შინაგანი უბადრუკი მდგომარეობა. „შენს მარჯვენას ვენაცვალე!“ „ნამდვილი სამშობლოს დამცველი გმირი ხარ!“…