ლენტეხი-ბავარის გზის კონკრეტულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უხვი ნალექის შედეგად, მდინარე ადიდდა და საავტომობილო გზა დააზიანა, რის გამოც, ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის კმ20-კმ24 მონაკვეთზე დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის კმ20-კმ24 მონაკვეთზე, უხვი ნალექის შედეგად, მდინარე ადიდდა და საავტომობილო გზა დააზიანა, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
