კოალიცია „ლელო-ძლიერმა საქართველომ“ და პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ აჭარაში მერობის კანდიდატები წარადგინეს.
ბათუმის მერობის კანდიდატი – გოჩა გუგუნავა (პარტია „გახარია საქართველოსთვის“)
ქობულეთის მერობის კანდიდატი – პაატა ცივაძე (ლელო ძლიერი საქართველო)
ხულოს მერობის კანდიდატი – ირაკლი ბოლქვაძე (პარტია „გახარია საქართველოსთვის“);
შუახევის მერობის კანდიდატი – ნათია მგელაძე (კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველო“);
ქედას მერობის კანდიდატი – რამაზ დავითაძე (კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველო“)
ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი – ბადრი მამულაძე (კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველო“)
როგორც „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, ორივე პარტია ერთმანეთის მეტოქე კი არ იქნება, არამედ ერთობლივად იბრძოლებს ერთმანეთის მხარდამხარ.
„ეს არის უპრეცედენტო რამ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. გვინდა, ამით ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ ის პასუხისმგებლობიანი, გავლენიანი ორი პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უახლეს პოლიტიკურ ისტორიაში უპრეცედენტო რამეს ვქმნით, ერთობლივ ბრძოლაზე ვთანხმდებით, ერთმანეთს ფეხს კი არ დავუდებთ, ერთმანეთის მეტოქეები კი არ ვიქნებით, არამედ ერთობლივად ვიბრძოლებთ ერთმანეთის მხარდამხარ. მე ღრმად მრწამს, რომ თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც ყელში აქვს ამოსული „ქართული ოცნება“ და „ქართულ ოცნებაზე“ უფრო მეტად აქვს ამოსული ეს გაუთავებელი კინკლაობა ოპოზიციურ პარტიებს შორის, მათ სურთ სხვას გადააბარონ ხელისუფლება, მაგრამ გადააბარონ ისეთ ხალხს, ვისაც ერთმანეთთან ლაპარაკი, ქვეყნის მომავალზე ერთობლივად ფიქრი და ამ მომავლისთვის ერთობლივად ბრძოლა შეუძლიათ“,-განაცხადა ელისაშვილმა.
