„ლელო – ძლიერი საქართველო“ – საქართველოს დემოკრატიული ძალების დელეგაციის ერთობლივი ვიზიტი ლატვიის შემდეგ ესტონეთში გრძელდება

საქართველოს დემოკრატიული ძალების დელეგაციის ერთობლივი ვიზიტი ლატვიის შემდეგ ესტონეთში გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო – ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები – ზურაბ ჯაფარიძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი და გრიგოლ გეგელია ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მარკო მიხელსონს და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, გერტ ანცუსა და რინა კალიურანდს შეხვდნენ.
ოპოზიციონერი ლიდერები აგრეთვე, შეხვდნენ ევროპის წამყვანი „თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრის“ (ICDS) ლიდერებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს