“ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრებს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე კვერცხები ესროლეს

ნაძალადევში, “ლელო- ძლიერი საქართველოსა“ წევრებს მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე კვერცხები ესროლეს.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც წინასაარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე გამოდიოდა.
ინციდენტის შემდეგ, კუპრაძემ თქვა, რომ „ქართული ოცნება” “ლაყე კვერცხების“ პარტიაა და ეს არის „ქართული ოცნების“ სახე, მან შეკრებილებს ბოდიში მოუხადა.
“ტიტუშკები” გვესტუმრნენ და კვერცხებს ისვრიან. ეს არის “ქართული ოცნების” სახე, რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ “ტიტუშკები” ჰყავს გარშემო. ასეთი სასაცილოა ხოლმე “ქართული ოცნება”. ასეთი სასაცილო მცდელობებით ვერაფერს გააკეთებენ. ეს არის მათი მინუსი, რომ დედისტოლა ადამიანებს ესვრიან კვერცხებს ჩირგვებიდან, იმ ნანგრევებიდან, სადაც ახლა სკოლა უნდა იდგეს, ოღონდ, ამ ადამიანებს არც სკოლასთან, არც განათლებასთან, არც კულტურასთან და როგორც რუსი პრემიერ-მინისტრი იტყოდა, არც IQ-სთან არ ჩაუვლიათ. არანაირი კავშირი არ აქვთ ამ ადამიანებს არც ეროვნულობასთან, არც ქართველობასთან, არც ქალობასთან და არც კაცობასთან. „ქართული ოცნება“ ლაყე კვერცხების პარტიად ჩამოყალიბდა“, – განაცხადა კუპრაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება