„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა, მარნეულში ადგილობრივ მუსლიმთა თემს, კოალიციის მხარდამჭერებსა და ორგანიზაციის წევრებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცეს

დღეს, მარნეულში „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა, ბადრი ჯაფარიძემ, აგილ მუსტაფაევმა, ლანა გალდავამ და ვატო სურგულაძემ, ადგილობრივ მუსლიმთა თემს, კოალიციის მხარდამჭერებსა და ორგანიზაციის წევრებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო-ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო პროცესებს და არსებულ პოლიტიკურ გამოწვევებს შეეხებოდა.
„შეხვედრა ასევე შეეხებოდა პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ახალი ს ჩატარების აუცილებლობას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩერგოლეიშვილი – 26 მაისს, 15:00-16:00 საათიდან დაიწყება სხვადასხვა მარში, 19:00 საათზე კი პრეზიდენტი მიმართავს შეკრებილებს – დავალაგეთ ისიც, რა შეიძლება იყოს გეგმა „B“ და როგორ უზრუნველვყოთ, რომ პროვოკაციაზე არ წამოგვაგონ