„ლელო“ და გახარიას პარტია თბილისის მერობის კანდიდატად ს წარდგენის შესახებ ინფორმაციაზე პირველ კომენტარს აკეთებენ

„ლელო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ თბილისში მერობის მათი კანდიდატი იქნება, რომელსაც ოფიციალურად 31 ივლისს დაასახელებენ.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსი“ ორივე პარტიას ესაუბრა.
„განიხილება რამდენიმე ძლიერი კანდიდატი, ვატარებთ სოციოლოგიურ კვლევებს და ხალხს-თბილისელებს ვეკითხებით, ვინ უნდა იყოს თბილისის მერი. საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ თბილისელები და ჩვენ მას აღვასრულებთ!“ – განაცხადეს „ლელოში“.
რაც შეეხება პარტიას „გახარია საქართველოსთვის“, როგორც აღნიშნულ პოლიტიკურ ძალაში აღნიშნავენ, „სახელების და გვარების დონეზე რომელიღაც კონკრეტული მერობის კანდიდატურაზე საუბარი, ამ ეტაპზე არასერიოზულია“, რადგან მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
„მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა, კონსულტაციები და კვლევები. ძალიან ბევრ ადამიანთან ვმუშაობთ და ბევრი ადამიანიც განიხილება. შევარჩევთ ისეთ კანდიდატს, რომელსაც გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი ექნება. კანდიდატების წარდგენის ვადა არის 4 სექტემბრამდე. რამდენიც არ უნდა აფრიალონ „პოსტივისა“ და „იმედის“ „ქარდები“ ნაცმოძრაობისის ან „ოცნების“ აქტივმა, ვინ იქნება მერობის კანდიდატი, ამას გაიგებთ მხოლოდ ჩვენგან. სახელების და გვარების დონეზე რომელიღაც კონკრეტული მერობის კანდიდატურაზე საუბარი, ამ ეტაპზე არასერიოზულია, რადგან კონკრეტული ერთი არავინ განიხილება, შესაბამისად, ვერცერთ კანდიდატურას ვერ დაგიდასტურებთ, მათ შორის ვერც ელისაშვილს!“ – აცხადებენ პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – უკრაინას დღეს არც ომის გაგრძელება შეუძლია და არც ომის დასრულება – ორივე არჩევანი, რაც უნდა აირჩიოს, არის მძიმე უკრაინელი ხალხისთვის, სწორედ ეს იყო ის გზა, რომლისკენაც ჩვენ ოპოზიცია და „ენჯეოები“ გვიბიძგებდნენ

შალვა პაპუაშვილი – ევროპელი ლიდერებისგან პირველად მოვისმინეთ, რომ ნებისმიერ სამშვიდობო გეგმას უნდა ჰქონდეს უკრაინის და ევროპის თანხმობა – უკრაინას დაემატა ევროპა, როგორც აქტორი შეთანხმების, ეს დამაფიქრებელია