„ლელოს“ შეეშალა, ნუ გაკიცხავთ, 0,70% გულისხმობდნენ, ამდენ ხმას კი ნამდვილად აიღებენ. ამომრჩევლის 70%-თან კი უკვე შეკრა ხანგრძლივი ალიანსი ხელისუფლებამ

„ლელოს“ შეეშალა, ნუ გაკიცხავთ, 0,70% გულისხმობდნენ, ამდენ ხმას კი ნამდვილად აიღებენ. ზუსტად ამდენი პროცენტი უჭერს მხარს საქართველოში ლგბტქ+ პროპაგანდას. მხოლოდ ამდენ პროცენტს სჯერა საქართველოში, რომ „ლელო“ სხვაა და ნაცმოძრაობა სხვა,“ – წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძე.
მისივე თქმით, „ლელოს“ არჩევნებში მონაწილეობის გარეშე შეუძლია სახლში წავიდეს, რადგან მათი მარცხი გარდაუვალია.
„ამას რომ ხვდებიან, იმიტომ აკეთებენ არითმეტიკაში დაკარგულ სასაცილო განცხადებებს. ს განცხადებას, რომ „ლელო“ აპირებს ამომრჩევლების 70%-თან შეკრან ალიანსი, ანუ ამდენი ხმა აიღონ, სხვადასხვაგვარი შეფასება მოჰყვა. სამადაშვილისეული მათემატიკა – არითმეტიკასაც კი სცდება და მხოლოდ სკოლამდელი აღზრდის მარტივი დათვლების სტანდარტებს შეესაბამება.
„ლელოს“ შეეშალა, ნუ გაკიცხავთ, 0,70% გულისხმობდნენ, ამდენ ხმას კი ნამდვილად აიღებენ. ზუსტად ამდენი პროცენტი უჭერს მხარს საქართველოში ლგბტქ+ პროპაგანდას; მხოლოდ ამდენი პროცენტს სჯერა საქართველოში, რომ „ლელო“ სხვაა და ნაცმოძრაობა სხვა; სწორედ ამდენ პროცენტს სურს საარჩევნოდ ხმა მისცეს ევროპაში ხელმოცარულ სამადაშვილს, გებელსივით მოსაუბრე ნაცვლიშვილს, საქართველოს ეროვნული იდეების წინააღმდეგ მებრძოლ რესპუბლიკელებს და უსაზღვროდ ნეგატიური იმიჯის მქონე მათ ლიდერებს. სწორია, ზუსტად გამოთვალეს. იმდენად ზუსტად, რომ შეუძლიათ არჩევნებში მონაწილეობის გარეშეც ქუდი დაიხურონ და სახლში წავიდნენ. თუმცა, ისედაც სახლში არიან უკვე. ამას რომ ხვდებიან, იმიტომ აკეთებენ არითმეტიკაში დაკარგულ სასაცილო განცხადებებს. რაც შეეხება ამომრჩევლის 70%, მათთან უკვე შეკრა ალიანსი ხელისუფლებამ ხანგრძლივი დროით,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.
Previous: მთავარია, რადიკალურმა მავნებლურმა დაჯგუფებებმა, რომლებიც თავს პარტიას უწოდებენ და უცხოელი პატრონების ნებაზე არიან დამოკიდებული იგრძნონ, რომ ქართველი ხალხის ნებას წინ ვერ აღუდგებიან

ასევე დაგაინტერესებთ

ორი დღეა, ნანუკა ჟორჟოლიანი აქვეყნებს ხარჯთაღრიცხვას, რომ კოლოსალური თანხები შეაგროვა ხალხმა, პროტესტის დასაფინანსებლად. სინამდვილეში კი კეზერაშვილმა მოხსნა გუდას თავი და აგზავნის “მაყუთს”!

სანქციები იქნება, რა მერე? ივანიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია სანქცირებულია, მიუხედავად ამისა, „აქა დგას და სხვაგვარად არ ძალუძს„ და ეს 200 000-კაციან მიტინგზეც დაადასტურა, რამე ეტყობოდა რომ სანქციები აშინებს?!