“ძლიერი საქართველოს” გენერაური მდივანი, ირაკლი კუპრაძე წერს, რომ პარტიის (“ლელოს”) სამი ლიდერი პოლიციელებმა ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმების მიზნით გადაიყვანეს. მისი თქმით, “ჩასაფრება” ქალაქის სხვადასხვა უბანში, საცხოვრებელ სახლებთან მოხდა.
“ჩვენს 3 თანამებრძოლს (ლელოს ლიდერებს) მოუწყვეს ჩასაფრება და გადაიყვანეს ნარკოლოგიურში.
· ოთო ფარულავა – გენერალური მდივნის მოადგილე;
· ლევან ჯორბენაძე – კოალიციის კომუნიკაციების ხელმძღვანელი;
· ბექა ბერიძიშვილი – ახალგაზრდულის ლიდერი
ერთდროულად ქალაქის სხვადასხვა ადგილას, სახლებთან, დიდ დიღომში, საბურთალოზე და ჩუღურეთში. ვცდილობთ ვიპოვოთ და გავიდეთ კავშირზე. ბექა ჯერ სახლთან ყავთ გაჩერებული, ადვოკატები და თანაგუნდელები გზაში არიან”, – დაწერა კუპრაძემ სოციალუ ქსელში დაახლოებით ერთ საათის წინ [21:30].
ამ საღამოს, იმავე საფუძვლით განყოფიელბაში გადაიყვანეს აქტივისტი ბექა პაპაშვილიც. ის პოლიციელებს საკუთარი ნებით გაჰყვა. პოლიციის მანქანაში ჩაჯდომამდე მან კამერების წინ ამოიტრიალა შარვლის ჯიბეები, რათა დაედასტურებინა, რომ ჯიბეში უკანონო არაფერი უდევს.
