„ლელომ“ დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმა გადაიხადა, შესაბამისად, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაასრულა საქმისწარმოება და „ლელოს“ ანგარიშებზე შეზღუდვები გაუქმდა – აღსრულების ეროვნული ბიურო
„გვსურს, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ ,„ლელო საქართველოს“ მიერ განხორციელდა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა. შესაბამისად, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაასრულა საქმისწარმოება და „ლელო საქართველოს“ ანგარიშებზე შეზღუდვები გაუქმდა“ – ამის შესახებ განცხადებას აღსრულების ეროვნული ბიურო ავრცელებს.
„კიდევ ერთხელ გვსურს განვაცხადოთ, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო მოქმედებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და აღმასრულებლების ყველა მოქმედება განპირობებულია სამართლიანობის პრინციპის დაცვისა და ეფექტიანი აღსრულების წარმოების მიზნით.
სააღსრულებო საქმისწარმოება, სასამართლო ან/და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, თანაბარი კანონზომიერებით მიმდინარეობს ფიზიკური თუ იურიდიული პირების მიმართ, ასევე იმ საქმეებში, სადაც მოვალე მხარეს წარმოადგენს სახელმწიფო უწყებები“ – ნათქვამია განცხადებაში.
