ლელა ჯეჯელავა – სწორია პოზიცია, რომ არჩევნებში არც ერთი პარტია არ შევიდეს, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ აკრძალული იქნება – თუ ვინმე მოსუფთავებულ ველზე შევა, გაუჭირდება დასაბუთება, რომ არ არის ივანიშვილის პროექტი

ირაკლი ს ძალიან სწრაფად ამოუვარდა თავიდან თავისი განცხადება [2028 წლამდე ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით] და დღეს სრულიად უტიფრად აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ უარი არ უთქვამს ევროპულ ინტეგრაციაზე, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები ევროპულ სტანდარტებსა და იმ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება, რომელსაც ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებამდე უნდა მივეყვანეთ.
„გასული ერთი წლის განმავლობაში ქართველი ხალხის თავზე ალბათ, მარტო წისქვილის ქვა არ დატრიალებულა. ქართული სახელმწიფოს ბედი და მომავალი ქართველი ხალხის განსასაზღვრია და არა რომელიმე პოლიტიკური გუნდის, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მისი [ხელისუფლების] ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, არა მარტო ქართველი ხალხის, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ს ძალიან სწრაფად ამოუვარდა თავიდან თავისი განცხადება [2028 წლამდე ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით] და დღეს სრულიად უტიფრად აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ უარი არ უთქვამს ევროპულ ინტეგრაციაზე, როდესაც ჩვენ და მთელმა სამყარომ გაიგო თუ როგორ განაცხადა, რომ – 2028 წლამდე ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ მოლაპარაკებებს წყვეტს. მაგრამ როგორ აპირებს 2028-წლამდე მისვლას? – ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვით, იზოლაციით, უამრავი პოლიტიკური პატიმრით, საკუთარი ხალხისა და ოპონენტების იგნორირებით და საკუთარ ხალხთან ამოწურული რესურსით?
ჯერ კიდევ „კოვიდ“ პანდემიის დროს „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსურ დახმარებაზე და არჩევანი აზიის განვითარების ბანკზე გააკეთა, ეს პირველი ინდიკატორი იყო. შემდეგ ს, ს და ა.შ. დაპატიმრება. „ოცნება“ ყოველდღიურად ამტკიცებდა, რომ არ აპირებდა ევროპული სახელმწიფოს სტანდარტებით ეცხოვრა. ეს ძალიან თვალში საცემი და ნათელი იყო. ადამიანების მძევლად აყვანის პრაქტიკა, როგორც სხვა დიქტატორებისთვის, სთვისაც გატაცება აღმოჩნდა. „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ, მთელი რიგი კანონები მიიღეს, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებსა და იმ ვალდებულებებს, რომელსაც ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებამდე უნდა მივეყვანეთ“,- განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, ლელა ჯეჯელავამ გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის მიმართ „ქართული ოცნების“ კრიტიკა და გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საპროტესტო აქციაზე მისვლაც შეაფასა. მისი თქმით, ეს არის ელჩების მხრიდან პრაქტიკა, რომ განწყობები და პროცესების შინაარსი იცოდნენ.
„ელჩები ისეთ გზავნილებს არ ავრცელებენ, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ს უნდა ვკითხო, რომელმაც პეტერ ფიშერს „აკაცუკი“ დაუძახა, მაშინ როდესაც ს ხელისუფლების პროპაგანდისტი იყო და ერთდროულად აკეთებდა „არმანის“ საცვლისა და ს რეკლამას. მაგ დროს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართებოდა, კავკასიაში ევროკავშირის წარმომადგენელი ყველა აქციას ესწრებოდა, მათ შორის ევროკავშირის ელჩი. მაშინ რატომ არ ჰქონდა პრეტენზიები? [აქციაზე მისვლა] ეს არის პრაქტიკა, რომ მათ იცოდნენ ახლოდან განწყობები და პროცესების შინაარსი. დღეს ქართველი ხალხი ქუჩაში იმიტომ დგას, რომ მათ ევროპული მომავალი სურთ და შეიძლება ამ ხალხის მიმართ გერმანიის ელჩი სოლიდარული იყოს, ეს კი არ ნიშნავს, რომ ისინი ქართველი ხალხის ნებას განსაზღვრავენ“,- განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.
რაც შეეხება, რუსთაველი გამზირზე ყოველდღიურად მიმდინარე აქციებს, ჯეჯელავას შეფასებით, ეს ქართული საზოგადოების ზრდაზე მიუთითებს.
„გასულმა ერთმა წელმა აჩვენა, რომ საზოგადოება გაიზარდა და ხალხის ცნობიერებაში გარდატეხა მოხდა. ემოციური ხალხი ვართ, გადაწყვეტილებებს სპონტანურად ვიღებთ, მაგრამ ეს ერთწლიანი რუტინა მოულოდნელი იყო. იმდენად დიდია ქართული საზოგადოების სურვილი და ძალისხმევა, რომ საქართველო გამრუდებული გზიდან, ჩვეულ სვლას დაუბრუნდეს, რომ ხალხმა შეუძლებელი შეძლო. ჩვენ იმ ხალხის წინაშე, რომლებიც რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურად დგანან და სინდისის პატიმრების მიმართ დიდი ვალი გვაქვს და ეს ქვეყანაც მათ წინაშე, როდესაც სამშვიდობოს გავალთ ვალში იქნება. ძალიან რთული წელი იყო, იმედგაცრუებაც გვქონდა, იყო რეპრესიებიც, ადამიანები ციხეში წავიდნენ, გამაოგნებელი ჯარიმები, მაგრამ ხალხმა აჩვენა, რომ ერთმანეთის გვერდით დგომა, შიშების დაძლევა, თავდადება და ქვეყნისთვის თავგანწირვა შეგვიძლია. თითქოს შედეგი არ დამდგარა, მაგრამ ამ დროს „ქართულ ოცნებაში“ გარკვეული ცვლილებები მიდის, ისინი უფრო იზოლირებულები ხდებიან, რაც მათთვის მტკივნეულია. არსებობს გუნდის შიგნით პრობლემები, მაგრამ რა მოტივაციაც არ უნდა ჰქონდეს კორუფციასთან ბრძოლას, ჩანს, რომ 13 წლის განმავლობაში ქვეყანა კორუფციამ გახრა. შესაბამისად ეს ყველაფერი ეს მათზე პოზიტიურად არ მოქმედებს.
მაგრამ არსებობს, მეორე პრობლემაც, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობა აქვს დაკარგული, რაზეც „ქართულმა ოცნება“ და ძალიან გაისარჯა. მაგრამ პოლიტიკური პროცესები, პოლიტიკოსების გარეშე არ არსებობს. ახლა შესაძლოა, რომ პოლიტიკოსმა პარტიული ინტერესების გარეშეც აკეთოს პოლიტიკა, ასეთ ექსტრემალურ ვითარებაში. როდესაც 3 პოლიტიკური სუბიექტი ასაკრძალადაა გამზადებული, ამ პირობებში როგორ უნდა ვთქვათ, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს ან პარტიების ფუნქციონირებას აზრი აქვს. „ნაციონალური მოძრაობა“ თავის დროზე, პოლიტიკურ პროცესს არ კლავდა. 7 ნოემბრის შემდეგ სააკაშვილი გადადგა და ეს იყო პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება. გარდა ამისა, კონკრეტული შეცდომებისა და გადაცდომების შემდეგ გვახსოვს გარკვეული პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების მაგალითებიც. 2011 წელს სააკაშვილის ოპოზიცია „ეფ-ეს-ბე“ და მისგან მოვლენილი ბიძინა ივანიშვილი გახდა, ახლა ცხადია, თუ რისთვის იყო ის 3 მილიარდიანი ქველმოქმედება, რომელიც არა მისი პირადი, არამედ რუსული ფული იყო, რუსული სახელმწიფო ინტერესების გასატარებლად“,- განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.
ასევე, ლელა ჯეჯელავამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება და პარტიების აკრძალვის საკითხიც შეაფასა. მისი თქმით, ამ პროცესების შეჩერება ხალხის პროტესტს შეუძლია.
„ხალხს ამ რეპრესიების გაჩერება შეუძლია და მათ პროტესტს, ასევე დასავლელი მეგობრების მიერ გამკაცრებულ ზომებს „ქართული ოცნების“ მიმართ. საბოტაჟის თემა ანეკდოტურიც აღარ არის, როდესაც ხელისუფლება თავისი დასკვნის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტს ომის დაწყებას აბრალებს, რომელსაც სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები და რუსები ციტირებენ, ეს ხელისუფლება აპირებს, რომ ვინმე საბოტაჟისთვის გაასამართლოს? ასევე გაურკვეველია როდესაც პროკურატურა არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ დეფინიციას იყენებს, როგორიც „უცხო ქვეყნის მტრული ძალაა“. მასალები, რომლებიც გასაჯაროვდა აბსურდულია, პროკურატურის ბრალი არასახელმწიფოებრივია.
რაც შეეხება გიორგი გახარიას საკითხს, ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ გახარიამ მას უღალატა, რადგან დუმილი არ შეინარჩუნა, როგორც ღარიბაშვილმა, ლილუაშვილმა და ა.შ. ცალსახაა, რომ გახარია პოლიტიკური ნიშნით იდევნება, მიუხედავად მის მიმართ ჩვენი დამოკიდებულებებისა“, – განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.
ასევე, ლელა ჯეჯელავამ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი ს განცხადებაც შეაფასა, სადაც ჩერგოლეიშვილი უარს ამბობს არჩევნებში შესვლაზე, მანამდე სანამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აკრძალული იქნება.
ს პოზიცია და პოლიტიკურადაც და მორალურადაც გამართლებულია. შეუძლებელია, პოლიტიკურმა პარტიამ, არაკონკურენტულ გარემოში „ქართულ ოცნებასთან“ კონკურენციაში შესვლა მოინდომოს. როდესაც ივანიშვილმა ველი ძალით მოასუფთავა, ყველას გაუჭირდება, იმის დასაბუთება, რომ ის ბიძინა ივანიშვილის პროექტი არ არის, თუ ის ამ მოსუფთავებულ ველზე შემოვა“, – განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.