ლელა ჯეჯელავა: სანამ ბატონი პაატა ან მურთაზი არ იტყვიან რა მოხდა, არაფრის თქმა შემიძლია. დღეს მეც დავაბრეხვებ, რომ ლილუაშვილი კი არა, კალაძე იყო და უფრო სარწმუნო არგუმენტებსაც დავალაგებ

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა:

სანამ ბატონი პაატა ან მურთაზი არ იტყვიან რა მოხდა, არაფრის თქმა შემიძლია. დღეს მეც დავაბრეხვებ, რომ ლილუაშვილი კი არა, კალაძე იყო და უფრო სარწმუნო არგუმენტებსაც დავალაგებ, რატომ ვფიქრობ ასე. რაც გინდა გამოცდილი იყო, ნდობის დროს მაინც ყველა თავის არშინით ზომავს. ჩემთვის იმ არშინის ზომა რჩება მნიშვნელოვანი, რაც გინდა მტკივნეული იყოს წამტვრეული ცხვირი.

ლილუაშვილი იმდენად გონიერი მაინც მეგონა, რომ თავის შვილს ასეთ მძიმე ტვირთს არ აკიდებდა სათრევად, დანარჩენი საინტერესო არც არის. ივანიშვილთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს, ზუსტად ვიცი, რა ნიშნის მიხედვით მოაქუჩა ფსკერზე მხოხავები, მცოცავები და მღოღავები. აქვს ამ პროცესს თავისი დადებით შედეგები. დანარჩენზე მერე დავწერ. სრულიად დედიშობილაა ქართული ოპოზიცია, გარეთ მყოფებიც და ციხეში მსხდომებიც. და არა მარტო ქართული ოპოზიცია, სრულიად ქართული საზოგადოება. დასკვნა: ალალია ივანიშვილი ჩვენზე. 4 ოქტომბრის ორგანიზატორებზე, რა მძიმეც არ უნდა იყოს შეცდომა, აზრს არ ვიცვლი. არშინის ამბავია ყველაფერი.