ლელა ჯეჯელავა: მეტი დამაჯერებლობისათვის დააყოლებენ ხოლმე: ” აბა გაბედეთ და ევროპაში, ამერიკაში ხელით შეეხეეთ პილიციელს და ნახავთ რა მიხდება! “

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა:

მთავარი არგუმენტი, რომლითაც მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ ჩადენილი უსამართლობის გამართლებას ცდილობს სტატისტიკურიც და ელიტური ქოციც, გახლავთ მოსაზრება, რომ პოლიციელზე ფიზიკური შეხება არის წარმოუდგენელი მკრეხელობა და თან მეტი დამაჯერებლობისათვის დააყოლებენ ხოლმე: ” აბა გაბედეთ და ევროპაში, ამერიკაში ხელით შეეხეეთ პილიციელს და ნახავთ რა მიხდება! ” განსაკუთრებით შეზღუდულებისათვის: პოლიციელობა არ არის არც უნი ფორმა და არც პრივილეგიების პაკეტი, არც უსაფრთხოების გარანტიები. პოლიციელობა პირველ რიგში მოვალეობების და ვალდებულებების წყებაა, რომლის კეთილსინდისიერად შესრულება განაპირობებს პილიციელის მიმართ პატივისცემას, მისი უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს და ხელშეუხებლობას. პოლიციელი, რომელიც ბოროტად იყენებს თავის სამსახურეობრივ უფლებამოსილებას , ის არ არის პოლიციელი , ამიტომ არც განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს, არც რაიმე პრივილეგიას , არც გარანტირებული უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს , რომელსაც მხოლოდ პოლიციელის მიერ მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულება განაპირობებს. ქალბატონ ქეთი დოლიძეს ვინმემ აუხსენით, რომ ირაკლი დგებუაძის მსგავსებს ევროპაში და ამერიკაში კინწისკვრით აგდებენ პოლიციიდან. იმედი, რომ ბირთვული ქოცი ამას მიხვდება, დიდად არ მაქვს. თუ პოლიციელი საკუთარ პროფესიას პატივს სცემს, მხოლოდ ამ შემთხვევაში იმსახურებს ის პატივისცემას.