ლელა ჯეჯელავა: ბაბუშერის აეროპორტში ამდენი წლის შემდეგ ფრენები აღდგა, ხელისუფლების სტოიკური დუმილი არ გამკვირვებია, მაგრამ …

“დევნილმა ადამიანური სასიცოცხლო პირობების არ ქონის გამო თავი დაიწვა. დაიტირეს როგორც სტატისტიკური მიცვალებული. ბაბუშერის აეროპორტში ამდენი წლის შემდეგ ფრენები აღდგა, ოპოზიციამ სირიის მთავრობას მიმართა, გაიწვიოს ს აღიარება, ხელისუფლების სტოიკური დუმილი არ გამკვირვებია, მაგრამ კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ “კრავები” მიხვდნენ, ქართული ოცნება ს საბოლოო ანექსიას აწერს ხელს და დუმილი დაარღვიონ. ხო, ჩემს ფრენდებში აფხაზეთის ხელისუფლების წევრები ოდებს უძღვნიან ხელისუფლებას. ან აქამდე როგორ მოვედით?!” – წერს სოციალურ ქსელში თეოლოგი ლელა ჯეჯელავა.

ცნობისათვის, სოხუმის აეროპორტი მთლიანად რუსული იქნება და არა მხოლოდ სამოქალაქო, არამედ სამხედროც – საერთაშორისო თანამეგობრობამ, ევროკავშირმა, ნატო-მ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან ომი დასრულდება და ეს სამხედრო თვითმფრინავები უფრო ევროპის და ნატო-ს წინააღმდეგ იქნება მიმართული, ვიდრე ჩვენ წინააღმდეგ,- ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სოხუმის აეროპორტის ძირითადი მომსახურე პერსონალი დან ჩამოდის და აფხაზებს იქ საერთოდ არ შეუშვებენ.