ლელა მილდენბერგერმა ადვოკატების წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა – მოსამართლემ ისინი 300-300 ლარით დააჯარიმა

მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა სანქციები ადვოკატების წინააღმდეგ აამოქმედა – რესტორან “ბაბილოსთან” დაკავებული შაკო მაღრაძის უფლებადამცელები ესტონეთის მიერ შავ სიაში შეყვანილმა მოსამართლემ 300-300 ლარით დააჯარიმა.

მიზეზი ადვოკატების მიერ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას სხდომათა დარბაზის პროტესტის ნიშნად დატოვება გახდა. როგორც ლაშა ტყეშელაძე და გუჯა ავსაჯანიშვილი “პირველებთან” ამბობენ, “მოსამართლემ სრულყოფილი, თავისუფალი ადამიანების დაცვა ვერ აიტანა”.

პატივი არის ჩემთვის, რომ დასაქნცირებულმა მოსამართლემ დამაჯარიმა და თვლის, რომ არ ვემორჩილები. ვთხოვ, რომ მიმითითოს იმ მუხლებზე, რომლითაც ხელმძღვანელობს და რომლითაც არ აქვს იმის უფლება, რასაც აკეთებს”, – ამბობს გუჯა ავსაჯანიშვილი.

სირცხვილია, ამ ადამიანს ასამართლებს ის მოსამართლე, რომლის ქმედებების გამოც დაიჭირეს ეს ადამიანი. აპროტესტებდა ამ ადამიანის ქმედებას და დღეს ეს მოსამართლე ასამართლებს. ეს არის კანონდარღვევა. დღეს, ადვოკატები დაგვაჯარიმეს იმიტომ, რომ ჩვენ დავიცავთ თავისუფალ ადამიანებს ბოლომდე. ყველანაირი სამართლებრივი ზღვარი სასამართლოში არის წაშლილი. მოსამართლემ ვერ აიტანა სრულყოფილი ადამიანების დაცვა და დღეს ადვოკატებიც დაგვაჯარიმა 300-300 ლარით. ეს მოსამართლე არის დასანქცირებული და მისგან პატივია, თუ ჩვენ დაგვაჯარიმებენ თავისუფალი ადამიანების დაცვის გამო”, – ამბობს ლაშა ტყეშელაძე.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში რესტორან “ბაბილოსთან” დაკავებული შაკო მაღრაძის პროცესი გაიმართა. იგი სანქცირებულმა მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა 12-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანკა კალატოზიშვილი: კაცი აცაბაცა [უცნობი] აუცილებლად უნდა მოვიდეს სასამართლოში და მათივე ახალი კანონით აქეთ დამიმტკიცოს ის ცილისწამება, რომელიც მე ძალიან დიდ მორალურ ზიანს მაყენებს (ვიდეო)

ნიკოლოზ ალავიძე: გადაწყვეტილება პოპულიზმის ნაწილია, იმ კატეგორიის ადამიანების გულის მოსაგებად, ვისთვისაც გამაღიზიანებელია უცხოელების დასაქმება – აუცილებლად შექმნის დეფიციტს და მყისიერად გამოიწვევს ფასების მცირე ზრდას