ლელა მებურიშვილი ლონდონში ცხოვრებაზე: “ყველაფრის გადადება და თქმა – მივდივარ სხვა ქვეყანაში, რთულია.. – Marao

ლელ მებურიშვილი ცოტა ხნის წინ ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა:
“საქართველოში დაბრუნება ჩემთვის ასოცირდება მზესთან და სითბოსთან, იმ ადამიანებთან, ვინც მიყვარს და ვისთან ყოფნა მიხარია.
რამდენიმე წლის წინ, ჩემი ოცნება იყო, შევხვედროდი საინტერესო ადამიანებს, გამეცნო ისინი. მიხარია, რომ ეს ოცნება ამიხდა. ლონდონში ბევრ ცნობილ მსახიობს შევხვდი. ჰიუ გრანტი, ორლანდო ბლუმი.. ძალიან დიდი შოკი იყო ჩემთვის და უდიდესი სიამოვნებაა მათთან საუბარი, გაცნობის შესაძლებლობა, თუმცა აღვნიშნავ, რომ ისინიც ნამდვილად, ჩვეულებრივი ადამიანები არიან და არ გაგრძნობინებენ, რომ ასეთ წარმატებას მიაღწიეს.
ლონდონში გადასვლა, ყველაზე გაბედული ნაბიჯი იყო ჩემთვის. აქ, საქართველოში წარმატებული კარიერა მქონდა, მეგობრები, ახლობლები, ყველას უყვარხარ, პატივს გცემენ, სითბოს გრძნობ და ამ ყველაფრის გადადება და თქმა – მივდივარ სხვა ქვეყანაში, რთულია.. ერთ ადამიანსაც არ ვიცნობდი ლონდონში. პირველი ერთი კვირა კოვიდის პერიოდს დაემთხვა, ყველაფერი დაკეტილი იყო და ვიფიქრე, უკან წავსულიყავი საქართველოში, ახალ წელს მაინც შევხვედროდი ჩემს ოჯახთან, უკან გასამგზავრებელი ბილეთის აღებასაც ვფიქრობდი, მაგრამ მერე გადავლახე ეს პერიოდი“, – ამბობდა მსახიობი “იმედის” ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ