ხელოვნებით თერაპევტი, პოზიტიური ფსიქოთერაპიის ფსიქოკონსულტანტი ლელა ბექაური საოცარ ისტორიას იხსენებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქზე, უწმინდესსა და უნეტარესზე ილია მეორეზე:“ფული ზოგჯერ არც არის ფული. ის უფრო მეტია…
ნიკოლოზ რაჭველი ყვებოდა ეთერში, პირველად რომ მაჩუქა 100 ლარიანი, შოკში ჩავვარდიო, არ ვიცოდი რა უნდა მექნა, იმას ხომ ვერ დავხარჯავდიო… მერე მეორე ასლარიანი მაჩუქა და დააყოლა, ნოტების ფურცელი იყიდეო…
მანდ ამოვიტირე…
ჩემთვის არ უთქვამს, რა უნდა მეყიდა იმ ას დოლარიანით მე რომ მაჩუქა…
სამივეს გვაჩუქა: მე, მანანას და ელენეს.
თქვენ, ფსიქოლოგები, ასეთ მძიმე პრობლემას ებრძვითო…
წამალდამოკიდებულებს ვახლდით პატრიარქთან.
მახსოვს სამივე ვტიროდით,
უბრალოდ ჩვენზეც რანაირად იფიქრა,
ან იმათზე?! იმათ რატომ ჩამოურიგა 100 დოლარიანები…
ტიროდნენ ისინიც!!!!
გულები უსკდებოდათ და ხელებს იმტვრევდნენ ნერვიულობით!!!!!!
ის კი გულში იკრავდა და სთხოვდა, სთხოვდა თვალცრემლიანი – დღეს ის დღე იყოს, როცა თქვენ ფულს სახლში შეიტანთო! ვისაც დედა გყავთ ცოცხალი, დედას მიუტანეთო… ახლაც ტირილით ვკვდები… ვისაც აღარ გყავთ ცოცხალი დედა, მეუღლეებს მიეცითო… თქვენ ხომ სახლიდან სულ გაგქონდათ ფული… დღეს, პირიქით, სახლში შეიტანეთო…
ხალხის პატრიარქო, დღეს თქვენ საჯაროდ მომაყოლეთ გაუმხელელი ამბავი ჩემი ცხოვრების დაუხარჯავ 100 დოლარიანზე!
ეს თქვენ გააკეთეთ და მაღიარებინეთ, რომ ფული ზოგჯერ არც არის ფული. ის უფრო მეტია!
ეს ფოტოც უკვე აღარ არის ჩვეულებრივი ფოტო, ამ ფოტოს ამბავსაც მოვყვები აუცილებლად. ამაზე ძვირფასს ვერაფერს დავუტოვებდი შვილებს!”

