ლეილა ცომაია: საკუთარ სიცოცხლესაც კი შევწირავ იმისათვის, რომ ივანიშვილმა ვეღარ გააგრძელოს თავისი დიქტატორული და მაოხრებელი პოლიტიკა

დაუმორჩილებლობას ვუცხადებ არა მარტო პოლიციას, არამედ საერთოდ ივანიშვილის ე.წ. ხელისუფლების რეჟიმს, ბუნებრივია. ხელწერილს მადებინებდნენ, არც ის არ წავიკითხე, არ მაინტერესებს უკანონო, დიქტატორული რეჟიმის დადგენილებები და ხელიც არ მოვაწერე. მე არაფერზე არ მოვაწერ ხელს, არაფრის პირობას არ ვიძლევი, აქედან გამათავისუფლეთ, ხვალ ისევ დავდგები იქ და რა თქმა უნდა, გზის გადაკეტვაში მივიღებ აქტიურ მონაწილეობას.
როგორც ჩანს, ივანიშვილს ჰგონია, რომ მასავით ბოგანოა ქართველი ერი. ჩვენ ვართ უძველესი ცივილიზაციის ერი, რომელსაც გვაქვს უძველესი კულტურა, უძველესი მონაპოვრები და როგორ გაგვიბედა ის, რაც გაგვიბედა 13 წლის განმავლობაში.
საკუთარ სიცოცხლესაც კი შევწირავ იმისათვის, რომ ივანიშვილმა ვეღარ გააგრძელოს თავისი დიქტატორული და მაოხრებელი პოლიტიკა. ამ უწიგნურმა ივანიშვილმა, როგორ გაგვიბედა ის, რასაც გვიბედავს, თავზე გადაგვახია კონსტიტუცია – ლეილა ცომაია.
.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

დავით თარხან მოურავი: გამოფხიზლდით, ბოლოს და ბოლოს გამოიღვიძეთ! თუ ჩვენ ვერ მოვიფიქრებთ გზას, როგორ დავამარცხოთ ესენი, ჩვენ საბჭოთა დროში დავბრუნდით უკვე და ეს იქნება ძალიან დიდი უბედურება

შალვა პაპუაშვილი – საკუთარი ფულის დახარჯვაც არ უნდა ბრიუსელს იმისთვის, რომ აღადგინოს უკრაინა – ახლა ფიქრობენ რუსეთს რა წაართვან, ფიზიკურ პირებს რა წაართვან, აბრამოვიჩზეც იყო საუბარი და ასე შემდეგ