ლევან ჯობავა: ნახე ძამი როგორ ხდება? იარაღი “პნევმატურია”, იარაღიან ტიპს ბრალი არ აქვს წარდგენილი და თავისუფალია, მე გავანეიტრალე და მე მაკაჩავა პოლიციამ და საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა!

ლევან ჯობავა:
ნახე ძამი როგორ ხდება ?
იარაღი “პნევმატურია”, იარაღიან ტიპს ბრალი არ აქვს წარდგენილი და თავისუფალია, მე გავანეიტრალე და მე მაკაჩავა პოლიციამ და საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა!
მოკითხვა ქოცებთან მომთბარ, გასუსულ “კაი ხალხს” განსაკუთრებით ტელევიზიოდან და რაგბის “ოჯახიდან” .
არც ცემის შემშინებია, არც გაშავების და არც დაკავების!
ქოცებს ისეთი ხალხი ყავთ უსამართლოდ დაჭერილი არაფერი გამიკვირდება და პატივიც იქნება !
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს !
ცეცხლი ოლიგარქიას!

ცნობისათვის:

პოლიციამ არასრულწლოვანის გათავისუფლების პარალელურად გამოძიება დაიწყო ძალადობის მუხლით.
“უკვე დღევანდელი ინფორმაციით, დავით გრძელიძე დაკავებული არ არის არც ბრალი აქვს წარდგენილი. ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, ბრალდების მხარე ამბობს, რომ იარაღი პნევმატურია, გამოიძება მიმდინარეობს ისევ 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით, რაც დიდი ალბათობით დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდება.
თუმცა ამ მუხლის გარდა, გამოძიება მიმდინარეობს არა უკვე ქალაქის, არამედ ძვ. თბილისის რაიონულში ძალადობის მუხლით, გუშინდელი მოტივაცია ლევან ჯობავას წინააღმდეგ დასმული კითხვების ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ სხვა საქმის გამომძიებლები სვამდნენ, გასაგები ხდება” – წერს ლევან ჯობავას ადვოკატი მარიამ ჯიქია.