ლევან ჯობავა: გამოკითხვაზე ყველაზე მეტი შეკითხვა დამისვეს იმასთან დაკავშირებით ხო არ ვიძალადე მე, ხო არ ვაგინე შეიარაღებულ პიროვნებას და ხო არ დავარტყი მას

რაგბისტი, აქციის მონაწილე  ლევან ჯობავა:
ერთი დიდი პოსტი მაპატიეთ და მერე ქოცების გადაშენებამდე ჩემზე არ შეწუხდეთ 😂❤️
სოლიდარობარეჟიმის ტყვეებს და განსაკუთრებული მოკითხვა ოკმელას, მინდიას და თორნიკეს ✊
ბიჭებს რომლებმაც მოძალადეებისგან დაიცვეს ხალხი!
ცხოვრებაში არჩევანს აკეთებ შენ,
ვინ იყო – მსხვერპლი, მოძალადე თუ მცველი!
მე ჩემს შვილს ასე ვზრდი: დარტყმა დანაშაულია, დაცვა – სავალდებულო!
36 ის ვარ თითქმის. ზეგ დემეტრე 4 ის გახდება, დეკემბერში იოანე მოევლინება ქვეყანას და დღევანდელი დღე გამორჩეულია ჩემთვის, ამხელა მხარდაჭერა, უანგარო და უპირობო მხადაჭერა უდიდესი სიმშვიდის მომცემია და უდიდეს ძალას ვრძნობ.
მადლობა ხალხო. ჩემი შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი არც ჩემთვის და არც ოჯახისთვის არ დამითმია, რადგან მჯერა რომ რაცარუნდა მაღალი კედლები ამოვუშენო ჩემს შვილს, თუ გარემო არ იქნება უკეთესი, ის არ იქნება დაცული!
დარჩენილ ცხოვრებასაც იმას მოვახმარ, რომ ჩვენი შვილების მომავალი იყოს უსაფრთხო, განურჩევლად მშობლების პოლიტიკური გემოვნებისა.
დეტალები ბევრმა მკითხეთ და კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი:
📌იარაღის პოლიციისთვის გადაცემის მომენტიდან პოლიციელებმა დამიწყეს დაწნეხვა საიდან მქონდა იარაღი.
📌საათზე მეტხანს ვიყავი გამოკეტილი კაფეში და არ უშვებდნენ ადვოკატს, არ მიშვებდნენ გარეთ
📌გამოკითხვაზე არ გავყევი განყოფილებაში და გუშინ გამოვიკითხე მოსამართლის თანდასწრებით
📌გამოკითხვაზე ყველაზე მეტი შეკითხვა დამისვეს იმასთან დაკავშირებით ხო არ ვიძალადე მე, ხო არ ვაგინე შეიარაღებულ პიროვნებას და ხო არ დავარტყი მას
📌დღეს ვიგებთ, რომ ტიტუშკა მალევე განთავისუფლდა, იარაღი “პნევმატურია”, საქმე იარაღზე კი არა ძალადობის მუხლითაა აღძრული “დაუდგენელი პირების მიმართ”
📌ველოდებით გამოძიების შემდეგ ეტაპს
დანებების უფლება ცხოვრებაში არასოდეს მქონია. იყო ტაქტიკური უკან დახევები, მაგრამ არასდროს შევგუებივარ და არ შევეგუები უსამართლობას!
ხოდა მეგობრებო, კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა და ბოლოოომდეეეეეე ✊🇬🇪
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!
ცეცხლი ოლიგარქიას !

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გიორგი გახარიას პარტიამ ერთი წელი იწვალა და საბოლოოდ, პარლამენტის ლეგიტიმაცია აღიარა – გახარია და მისი პარტია პარლამენტს ვერაფერს ღირებულს ვერ შემატებს! ეს გადაწყვეტილება ვერც მათ შემატებს ვერაფერს!

ირაკლი კობახიძე – მინდა ევროკავშირის ყველა შესაბამის წევრ ქვეყანას გადავუხადო მადლობა მხარდაჭერისთვის – მათი მხარდაჭერის შედეგად რეალურად ქართველი ხალხის წინააღმდეგ სანქციები არ ამოქმედდა

პრემიერი – გასული თვეების განმავლობაში გვაქვს 7.9% ეკონომიკური ზრდა, პროგნოზი, რომელიც დაიდო თავიდანვე, გადაჭარბებით შესრულდება – ეს ყველაფერი მეტყველებს ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობაზე