ლევან ხარაბაძე არის ღირსეული ადამიანი, ის ყველა სამსახურში ღირსეულად ემსახურებოდა ქვეყანას

ლევან ხარაბაძე არის ღირსეული ადამიანი, ის ყველა სამსახურში ღირსეულად ემსახურებოდა ქვეყანას, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ ლევან ხარაბაძის დანიშვნასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ლევან ხარაბაძე იყო გუბერნატორი ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის მხარეში და ის არის ღირსეული ადამიანი.
„ლევან ხარაბაძე არის ღირსეული ადამიანი. ის ყველა სამსახურში ღირსეულად ემსახურებოდა ქვეყანას. ბოლოს ის იყო გუბერნატორი ქვემო ქართლის მხარეში, მანამდე შიდა ქართლის მხარეში. ის არის ძალიან ღირსეული კაცი. რაც შეეხება „ნაცებს“, „ნაცები“ მოიკითხეთ თქვენკენ, ანუ თქვენი ტელევიზიისკენ. ის შეიძლება იყო პოლიციის ხელმძღვანელი და უამრავი ადამიანი ემსახურებოდა პოლიციის სისტემას თავის დროზე, მაგრამ რაც შეეხება „ნაცობას“, „ნაცები“ მოიკითხეთ თქვენკენ. თქვენ მაშინაც ცუდ საქმეებს აკეთებდით და ახლაც ცუდ საქმეებს აკეთებთ. პოლიციაში მაშინაც მუშაობდა 25 000 კაცი. ამ 25 000 კაციდან 20 000 იყო ღირსეული ადამიანი და ლევანი არის ღირსეული კაცი. რაც შეეხება უღირს „ნაცებს“, ისინი წარმოდგენილები არიან ჭარბად თქვენს ტელევიზიაში. ეს არის თქვენს მიერ დამკვიდრებული სისხლიანი სისტემა და თქვენ დღემდე ემსახურებით „ნაცებს“, ამიტომ, „ნაცებზე“ კითხვას ნუ დასვამთ. „ნაცებით“ არის დაკომპლექტებული თქვენი ტელევიზია“, – განუცხადა პრემიერმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველო მტკიცედ არის გლობალურ ეკონომიკაში სანდო პარტნიორის როლის განმტკიცების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის დამყარების იდეის ერთგული, რათა ხელი შეუწყოს სტაბილურობას, სამეწარმეო შესაძლებლობებსა და გრძელვადიან განვითარებას

ნებისმიერი კონფლიქტის დასრულება დიალოგით ან ძალისმიერად არის შესაძლებელი- გადაცემაში სტუმრობაზე ლადო ბურდულის უარი კიდე უფრო მიმყარებს აზრს, რომ ერთადერთი მხარე, რომელიც დიალოგზე არასდროს აცხადებს თანხმობას, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანებისგან შედგება