ლევან ხაბეიშვილს სასტიკად სცემეს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, პარლამენტარ ლევან ხაბეიშვილს სასტიკად სცემეს. ფოტო, სადაც ჩანს დაზიანებული ხაბეიშვილმა, „ფორმულას“ დამფუძნებელმა მიშა მშვილდაძემ გაავრცელა.
ხაბეიშვილი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.
„ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ იგი პოლიციამ დაკავებისას სცემა.
პარტიის ცნობით, „რამდენიმე წუთის წინ, ს პირადი დავალებით, საქართველოში რუსული რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი “.
„დაკავების მომენტში იგი აქციაზე დაშავებულ მოქალაქეს ეხმარებოდა“.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს ლევან ხაბეიშვილის ფიზიკური უსაფრთხოება და „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი“.
ნაცემია კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, .

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია, ამიტომაც ეკლესიასთან ერთად ხელისუფლების ვალია დაიცვას იგი, როგორც შემნახველი ქართული იდენტობის, სულიერი და მატერიალური კულტურის