ლევან ხაბეიშვილმა “ქართული ოცნების” ასიათასობით მხარდამჭერს “დაღრეჯილი” და “ნარკომანი” უწოდა

დაღრეჯილი ადამიანებიც ვნახეთ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა, “ქართული ოცნების” დასკვნითი ღონისძიების შეფასებისას ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისი ვარაუდით, ყველა ადამიანი, ვინც ტელევიზორში ნახა, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო.
“შეურაცხყოფა არ მინდა ვინმეს მივაყენო, მაგრამ სახეზე რომ აწერიათ არ ვიცი როგორ გითხრათ, აი, ზემოქმედების ქვეშ რომ არიან. მე რაც ვნახე ტელევიზორში, ეს ადამიანები არც ერთი არ იყო ფხიზელი, იყვნენ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ სავარაუდოდ.” – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა