ლევან ხაბეიშვილი – ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმების მკაცრი რეკომენდაციით, ჩემთვის 2-3 თვის განმავლობაში აკრძალულია რეჟიმში მუშაობა – მაქვს სურვილი, აგვისტოს ბოლოდან ჯანმრთელი შევეხიდო პარტიას

სამწუხაროდ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმების მკაცრი რეკომენდაციით, ჩემთვის 2-3 თვის განმავლობაში, აკრძალულია რეჟიმში მუშაობა – მინდა ყრილობას შევთავაზო პარტიის თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავას კანდიდატურა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მას სურვილი აქვს პარტიაში პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ დარჩეს და ამას ყრილობას შესთავაზებს.
„12 წელია „ნაციონალური მოძრაობა“ რუსულ რეჟიმთან უკომპრომისო ბრძოლაშია. საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ს ხელისუფლება არის მილევად რეჟიმში და ამ მილევადი რეჟიმის პარალელურად ისინი გადასულები არიან ძალადობაზე, რასაც, ფაქტობრივად, პირდაპირ ეთერში გვაყურებინებენ. ჩვენ ვხედავთ თავდასხმებს ახალგაზრდებზე, ჩვენ გვაყურებინებენ ათობით სპეცრაზმელი როგორ სცემს ახალგაზრდა ადამიანებს, როგორ უვარდებიან ხალხს ოჯახებში, როგორ არბევენ ადამიანებს. გუშინ ვნახეთ სტუდენტი, ნაცემი, დღისით, მზისით, როცა ხელისუფლებამ მას მიუგზავნა ბანდიტური ჯგუფები და შესაბამისად, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ივანიშვილის ხელისუფლება. ჩვენ ვხედავთ, რომ ცივილიზებულ სამყაროს აბსოლუტურად მოწყდა „ქართული ოცნება“. ვხედავთ -ის მხრიდან სანქციებს და უნდა გვესმოდეს, რომ ეს სანქციები, რომელიც უწესდება ხელისუფლების წარმომადგენლებს, მსოფლიოში რამდენიმე ქვეყნის მთავრობებს და მათ წევრებს აქვთ მხოლოდ. ესაა , ჩრდილოეთ კორეა და ა.შ. ამ ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა ივანიშვილმა, სამწუხაროდ, საქართველო. თუმცა, ჩვენი პარტნიორები ასანქცირებენ კონკრეტულ ადამიანებს, ჯერ კიდევ არა ქვეყანას. თუმცა, კონკრეტული სანქციები, ცხადია, საქართველოს მოქალაქის ეკონომიკურ კეთილდღეობაზეც აისახება და ძალიან მძიმე მდგომარეობა გაქვს. თუმცა, გვესმის ისიც, რომ დარჩენილია 4 თვე და ამ 4 თვის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში მოგვიწევს ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის და ამ რეჟიმის წინააღმდეგ, 24-საათიან რეჟიმში, მუხლჩაუხრელად, რომ ჩვენ ეს ხელისუფლება გავისტუმროთ იქ, სადაც მათი ადგილი არის და საქართველოში იყოს კოალიციური მთავრობა, რომელიც შეძლებს ქართველი ხალხი ევროკავშირში შეიყვანოს.
ამიტომ მე მაქვს კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული, სამწუხაროდ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და იცის საზოგადოებამ ერთი თვის წინ განვითარებული მოვლენები, ჩემთვის, ცხადია, მძიმეა თუმცა ექიმების მკაცრი რეკომენდაციით, ჩემთვის 2-3 თვის განმავლობაში, ფაქტობრივად აკრძალულია რეჟიმში მუშაობა.
შესაბამისად, ვერ მივცემ თავს უფლებას 2-3 თვის განმავლობაში, როცა არჩევნებამდე 4 თვეა დარჩენილი, პარტიის თავმჯდომარე არ იყოს ფუნქციური, ყოველდღიურ რეჟიმში ჩართული არ იყოს 24-საათიან მუშა რეჟიმში და შესაბამისად, ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, თინა ბოკუჩავასთან კონსულტაციების შედეგად მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება – მე რამდენიმე დღეში მოვიწვევ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას, სადაც შევთავაზებ ორ ცვლილებას: 1. ეხება პარტიის თავმჯდომარეს და მინდა ყრილობას შევთავაზო პარტიის თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავას კანდიდატურა.
ასევე, ყრილობას მინდა შევთავაზო ჩემი თავი, როგორც პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურა, იმიტომ, რომ პოლიტიკური საბჭო არ არის ყოველდღიური რუტინული მუშაობა და ცხადია მე ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ვიქნები ჩართული გუნდთან ერთად. მე ყრილობას ვთხოვ ამ ორ ცვლილებაზე თანხმობას და ასევე, მინდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს, ასიათასობით ადამიანს ვუთხრა, ფორსმაჟორში, ჩვენ მოგვიწევს ძალიან მძიმე ბრძოლის გადატანა ივანიშვილის წინააღმდეგ. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ამ ბრძოლას მოიგებს ქართველი ხალხი და მაქვს სურვილი, რომ აგვისტოს ბოლოდან აბსოლუტურად ჯანმრთელი და ჯანსაღი შევეხიდო „ნაციონალურ მოძრაობას“ და ახლა უკვე პარტიის ახალ თავმჯდომარეს ამ ბრძოლაში, 24-საათიან რეჟიმში მოვემსახურო ჩვენს ხალხს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.