ლევან ხაბეიშვილი – ჩვენ თავისუფლებისთვის ბრძოლის არ გვეშინია, ჩვენ გვეშინია უკან, რუსეთში დაბრუნების

ჩვენ თავისუფლებისთვის ბრძოლის არ გვეშინია, ჩვენ გვეშინია უკან, რუსეთში დაბრუნების. იმაზე უფრო საშიშად არაფერი გამოიყურება, ვიდრე ცივილიზებული სამყაროსგან მოწყვეტილი საქართველო, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა skynews-თან და CNN-თან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა.
skynews- ის ჟურნალისტის კითხვაზე, „გაშინებთ თუ არა საქართველოს მომავალი? მაგალითად, ვნახეთ რა მოხდა ში. საპროტესტო აქციები საქართველოში ძალიან ჰგავს 2014 წლის მაიდანს უკრაინაში“, რაზეც ხაბეიშვილი ამბობს, რომ „ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი ვართ. შესაბამისად, ჩვენ თავისუფლებისთვის ბრძოლის არ გვეშინია“.
„ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი ვართ. შესაბამისად, ჩვენ თავისუფლებისთვის ბრძოლის არ გვეშინია, ჩვენ უკან, რუსეთში დაბრუნების გვეშინია. იმაზე უფრო საშიშად არაფერი გამოიყურება, ვიდრე ცივილიზებული სამყაროსგან მოწყვეტილი საქართველო. საქართველო არ არის არც და არც ბელარუსი. ქართველი ხალხი ამ პროტესტს აუცილებლად გამარჯვებით დაასრულებს. რაც არ უნდა ძვლები დაამტვრიოს, მით უფრო მეტი ხალხი გამოვა ქუჩაში“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა skynews“-თან ინტერვიუში.
„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, CNN-ის კორესპონდენტი, კლერ სებასტიანი ინტერვიუში გამოეხმაურა ფაქტს, „თუ როგორ არბევს სპეცრაზმი მომიტინგეებს თბილისში. პროევროპულმა უმრავლესობამ საქართველოში იგემა გამარჯვება გასულ წელს, როდესაც უკან გააწვევინა ე.წ უცხოელი აგენტების კანონი“.
მათივე ინფორმაციით, ასევე, ჟურნალისტი 1-ელ მაისს, ოპოზიციონერი ლიდერის, ს მიმართ აქციის მიმდინარეობისას თავდასხმასაც გამოეხმაურა.
„ჩემგან ვერ მიიღეს ის, რაც სურდათ. ისინი იღებდნენ თავდასხმის ვიდეოს, რათა შემდგომ გავრცელებინათ და ოპოზიციონერი ლიდერის დისკრედიტაცია მოეხდინათ“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, საერთაშორისო მედიასაშუალებებმა, CNN-მა და skynews- მა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს ინტერვიუ ჩამოართვეს, სადაც მან ისაუბრა, როგორც მის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, ასევე საქართველოში მიმდინარე მოვლენებზეც.

ასევე დაგაინტერესებთ