ლევან ხაბეიშვილი – ღარიბაშვილი ზღაპრებს ჰყვება!

ღარიბაშვილი ზღაპრებს ჰყვება და უყვება ბიძინა ვანიშვილის წარმომადგენლებს. აბა, ის ხალხს ვერ შეხვდება, ხალხთან არაფერი სალაპარაკო არ აქვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის,ს 2023 წლის ანგარიშს.
ხაბეიშვილის შეფასებით, ხელისუფლება რუსულ რიტორიკით საუბარს აგრძელებს.
„უნდა გვესმოდეს, რომ რუსული რიტორიკაა. ისიც რიტორიკაა, თითქოს პუტინი კი არ არის ტერორისტი და პუტინს კი არ უნდოდა ომი, რომ თითქოს ჩვენ ვგიჟდებით ახლა ომზე და გვიხარია და ა.შ. ეს ხომ სრული სიგიჟეა, არანორმალური დამოკიდებულება ხალხის, ქვეყნის, სახელმწიფოს მიმართ. შესაბამისად, ისინი აგრძელებენ რუსული რიტორიკით საუბარს. რაც შეეხება ევროკავშირისკენ სწრაფვას, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში „ნაციონალური მოძრაობა“ და პრეზიდენტ სააკაშვილი იყო პირველი, ვინც ევროკავშირის დროშა პარლამენტის წინ აღმართა და ყველაზე დიდი ნაბიჯებით სწორედ იმ დროიდან დავიწყეთ ევროკავშირისკენ სწრაფვა. რაც შეეხება ამ საქმის ბოლომდე მიყვანას, ამასაც სჭირდება ქართველი ხალხის გამარჯვება რუსულ პარტიაზე. ეს სტატუსიც ქართველმა ხალხმა მიიღო. საზოგადოებას შევახსენებთ, კანდიდატის სტატუსზე განაცხადის შეტანა რუსულ პარტიას არ უნდოდა. ამას დასჭირდა ჩვენი ასიათასობით თანამოქალაქის პროტესტი და მხოლოდ ამის შემდეგ ძალდატანებით შეიტანეს განაცხადი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, ქართველ ხალხს მოკლე მახსოვრობა არ აქვს და კარგად ახსოვთ „რუსული ოცნების ლიდერების“ სტატუსთან დაკავშირებით.
„ღარიბაშვილი ზღაპრებს ჰყვება და უყვება ბიძინა ვანიშვილის წარმომადგენლებს. აბა, ის ხალხს ვერ შეხვდება, ხალხთან არაფერი სალაპარაკო არ აქვს და მეტიც, ხალხი, რომელზეც ის ლაპარაკობს, 2020 წლიდან ემიგრაციაში გაიქცა და ასეთია 298 000. წარმოიდგინეთ, და ქუთაისი დაიცალა ან დედაქალაქში – გლდანსა და სამგორში გამოიხურა ყველამ კარები და წავიდა ქვეყნიდან. ამ რაოდენობის ადამიანი თავ-ქუდმოგლეჯილი გარბის ქვეყნიდან. ამიტომ უნდა გესმოდეს, რომ საბოლოო გამარჯვება ქართველი ხალხის მოსაპოვებელია. ანგარიშს, რომელზეც ვლაპარაკობთ, ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ იყენებს რუსული რიტორიკისთვის, რუსული პროპაგანდისთვის და იმისათვის, რომ თურმე რაღაც ომს აარიდებდა ვინმეს, როდესაც პუტინს ეს ზრახვები საქართველოსთან, სთან დაკავშირებით და კიდევ სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით ჰქონია, აქვს და ექნება სანამ, საბოლოო ჯამში, ის არ დამარცხდება“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.