– რუსულმა პარტიამ ოფიციალური პროცედურები დაიწყო, რომ გააუქმონ “ნაციონალური მოძრაობა” – ვინც ხმას არ ამოიღებს, გაიტრუნება, ყველა იქნება ლუსტრირებული, როგორც ივანიშვილის ჯიბის ოპოზიცია!

რუსულმა პარტიამ ოფიციალური პროცედურები დაიწყო, რომ გააუქმონ “ნაციონალური მოძრაობა” – ვინც ხმას არ ამოიღებს, გაიტრუნება, ყველა იქნება ლუსტრირებული, როგორც ივანიშვილის ჯიბის ოპოზიცია! – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სოციალურ ქსელში წერს.
ის მოუწოდებს ყველას, “ამოიღონ ხმა” და დააფიქსირონ პოზიცია.
“რუსულმა პარტიამ ოფიციალური პროცედურები დაიწყო, რომ გააუქმონ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა”, ანუ გააუქმონ განსხვავებული აზრი, გააუქმონ ევროპული პერსპექტივა, გააუქმონ პოლიტიკა, გააუქმონ დემოკრატია!
ეს პროცესი ნიშნავს, რომ ივანიშვილი უკვე ოფიციალურად აუქმებს არჩევნებს, სახელმწიფოს და გვაბარებს მტერ სახელმწიფოს!
ვინც, რომელი ოპოზიციური პარტიაც, ოპოზიციონერიც ამ პროცესზე ხმას არ ამოიღებს, გაიტრუნება ან “მაგრამ”-ებით, “თუ”-ებით ისაუბრებს, ყველა იქნება ლუსტრირებული, როგორც ივანიშვილის ჯიბის ოპოზიცია!
მოვუწოდებ ყველას, ამოიღეთ ხმა და დააფიქსირეთ პოზიცია!
თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ ერთი პარტიის გასამართლებაა პუტინის საამებლად, ძალიან ცდებით – არაერთხელ შემცდარხართ და ამიტომ ვართ “აქ” .
ივანიშვილი არ ტოვებს სივრცეს გარდა ფიზიკური თავდაცვისა, შეტევაზე გადასვლისა და რეჟიმის წინააღმდეგ ძალის დაპირისპირებისა!
ეჭვი მაქვს, რასაც თესავთ, აუცილებლად მოიმკით!
“ნაციონალური მოძრაობა”, უბრალოდ ის ხალხი, ვინც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ფიქრობთ, დაპლიუსდით კომენტარებში”, – წერს ხაბეიშვილი “ფეისბუქზე”.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას