ლევან ხაბეიშვილი – როგორ შეიძლება ქრთამად ჩაითვალოს პოლიტიკოსის განცხადება? – 200 000 დოლარი კი არა, ერთი ბოტასი და ორი მაისური მაქვს, სახლი მე არ მაქვს და ქონება, ავტომობილს არ ვფლობ, ვინმეს რომ ვუთხრა, ჩემი ჯიბიდან მოგცემო, სიცილით მოკვდება

200 000 დოლარი კი არა, ერთი ბოტასი და ორი მაისური მაქვს გამოსაცვლელი, სახლი მე არ მაქვს და ქონება, ავტომობილს მე არ ვფლობ, ამ ქვეყანაში რომ ვუთხრა, ვინმეს ჩემი ჯიბიდან მოგცემ – მეთქი, სიცილით მოკვდება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბრალდებულმა ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მან დეტალურად ისაუბრა მისი საქმის გარშემო.
“მკაფიოდ მინდა, დავაფიქსირო ჩემი პოზიცია. მინდა, საზოგადოებას დეტალურად ჰქონდეს ჩემი პოზიცია ჩამოყალიბებული. ბრალს მიყენებს პროკურატურა, ვისაც შეუძლია ციხეში ჩამსვას – ბრალს მიყენებს, ქრთამი შესთავაზაო. წლების განმავლობაში პოლიტიკურ საქმიანობას ვეწევი, ანტიკორუფციულ საქმიანობას ვეწეოდი. ასევე, თბილისის საკრებულოში, პარლამენტში ვეწეოდი პოლიტიკურ საქმიანობას. გავლენა თუ მინდოდა, ამ გაყალბებული ს პირობებში, კიდევ ვიქნებოდი დეპუტატი, მოვიწყობდი ცხოვრებას და ვიქნებოდი კარგად. მე შეიძლება 7-9 წელი მომისაჯონ, ვიღაცას – 14. ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა კი არაა, ყოველდღე ადამიანს აფიქრებინო, რომ 7 წელი სიტყვის გამო, შეიძლება დააკავონ, ფსიქოლოგიური ზეწოლა კი არა, წამებასთან გათანაბრებულია. დიახ, ბატონო მოსამართლევ, ციხეში მყოფ ადამიანს ბევრ რამეზე ეფიქრება. ჩემი ბავშვობა “გრენდაიზერი” იყო და კი არ ვამბობ, “გრენდაიზერი” ვარ და რა მაგარი ვარო, მაგრამ თუკი მართალი ადამიანი ხარ, ფიქრობ, გინდა გახვიდე ბოლოში.. ეს ჩემი ტვირთია. საზოგადოებას ვეკითხები, როგორ შეიძლება ქრთამად ჩაითვალოს პოლიტიკოსის განცხადება? მოსამართლეს ვეკითხები, თუ თქვენ სამართლიანად განსჯით ყველა საქმეს, ხელისუფლება თუ შეიცვლება, თქვენი ანაზღაურება გახდება, ხუთმაგი, ასმაგი– მეთქი, რომ გითხრათ, ეს დანაშაულია? – მაშინ სხვა დანაშაულებიც ჩადენილი მაქვს, პროკურორს მივმართავ, დაამატეთ ამ საქმეს, პენსიონერებს ვეუბნებოდი, რომ კაბალურ პირობებში აღებული პენსიებს ჩამოვაწერდი იმ თანხებს. პედაგოგებისთვის უამრავჯერ გამიკეთებია დაპირება, რა განსხვავებაა?
200 000 დოლარი კი არა, ერთი ბოტასი და 2 მაისური მაქვს გამოსაცვლელი, სახლი მე არ მაქვს და ქონება, ავტომობილს მე არ ვფლობ, ამ ქვეყანაში რომ ვუთხრა, ვინმეს ჩემი ჯიბიდან მოგცემ-მეთქი, სიცილით მოკვდება, პროკურორმა რომ იცოდა მილიონერი ვარ, მოიტანდა და იტყოდა, მისი ჯიბიდან ჯიბიდან. რა 200 000, ჩემი სიმდიდრე და ქონება ჩემი სიმართლე და ჩემი შვილები არიან, რომელთაც კეთილსინდისიერად ვზრდით. რატომ გინდათ დავაბნელოთ? ჩასვით ხაბეიშვილი, მოწყდეს თავის ოჯახს, მაგრამ თქვენ ასეთ ქვეყანაში გინდათ ცხოვრება, სადაც პოლიტიკოსი პოლიტიკური დაპირების გამოა დაკავებული? ქრთამის შეთავაზება ვიცი, ჩუმად. როცა საჯაროდ ეუბნები ძალოვან უწყებებს, არ დაასახიჩროთ… ამ რეჟიმის პირობებშიც კი ორ საქმეში ვარ დაზარალებული, საკრებულოში დამლაგებლების ხელფასის მომატებას ვითხოვდი და “ქოცბანდა” დამესია, იქაც დაზარალებულად ვარ ცნობილი. ადამიანების, რომლებიც თავს დამესხნენ, ამნისტირებაზე პირადად მოვაწერე ხელი. მეორეჯერაც ვარ დაზარალებული ამ რეჟიმის პირობებში, მე დამასახიჩრეს, მე სამართალი ვერ ვიპოვე, გესმით? მე უნდა ვიჯდე კარცერში და ვინც მაწამა, დავასახელე სახელებით, გვარებით, პარლამენტის სხდომაზე დალეწილმა, არა ცხვირი, არა პირი – დავასახელე. პირველია, პატიმრობაში რომ მოვხვდი, არაერთ აქციაზე ვარ ნამყოფი და ადმინისტრაციულიც კი არ მაქვს, რომ რაღაცას ვაშავებდი, გდდ-ს თანამშრომლებს ვეუბნებოდი, უკანონოდ არ მოიქცეთ-მეთქი. ორგანულ კანონში პირდაპირ წერია, საარჩევნო ან პოლიტიკური დაპირება არ შეიძლება იყოს დანაშაულია. მოსამართლეს და სასამართლოს დავიჯერო, არ გჭირდებათ ობიექტი? ქრთამი არის ჩუმად [მიცემა]. თუ ჯიბიდან არ ვაძლევ, პოლიტიკური დაპირებაა, ეს განსახილველიც კი არაა, თუ ვინმემ წამასწრო, რომ ვაძლევ, ქრთამია. ისინი კი არ ამბობენ ქრთამს გვთავაზობდა, ტელევიზორში მოვისმინე და თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენითო. გდდ-ს 3 თანამშრომლის აღქმის გამო კარცერში თუ უნდა ჩავლპე, სახის ძვლები რომ დამილეწეს, სად არიან ისინი?
შეგუებული ვარ, არ ვიცი რამდენ ხანს მომიწევს, მაგრამ რაც მომიწევს, მომიწევს, აბსურდია ხალხო…
“ავტორიტარების გაერთიანება” – აიღეთ წიგნი, დეტალურად წერია ეს ხელისუფლება რასაც აკეთებს”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
მას მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მოუწოდა, საქმეს დაბრუნებოდა.
“ბატონო მოსამართლე, მესმის, რომ მალე გინდათ დაასრულოთ, მაგრამ სამი თვეა, ვზივარ…. ბევრი დაპირება გამიცია, არავის დავუჭერივარ მაშინ, ახლა საჭირო გახდა, თუ დანაშაულს ჩავდიოდი, ეთქვათ, იქნებ აღარ ვაგრძელებდი”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ედავებიან, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორცირელა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }