: რამდენიმე წუთი მცემდნენ, ყველას შეგეხებათ ეს უსამართლობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე , რომელსაც ღამით აქციაზე პოლიციელებმა სასტიკად სცემეს, პარლამენტში მივიდა.
ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვეს, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
“ხარებას ზონდერ ჯგუფები მიზანმიმართულად რამდენიმე წუთის განმავლობაში მისწორდებოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ მეთქვა, რომ მე დამნაშავე და ,,ჩმორი” ვარ და ამ შემთხვევაში არ მცემდნენ და ცხადია, ამის ფუფუნება მე მათ არ მივეცი და ამის გამო შესაბამისადაც გამოვიყურები. თუმცა ეს არაფერი არ არის იმასთან, რასაც ახალგაზრდებს უკეთებენ. ჩემო ძვირფასებო ეს არ არის პარტიული ნიშანი, ეს პარტია არ მომწონს, ის არ მომწონს – ყველას შეგეხებათ ეს უსამართლობა. ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის გამოიყენეთ პოლიტიკოსები მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არა. უმრავლესობის წევრები თუ შეძლებენ მეორე თვალში ჩახედვას არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთში მაინც შემომხედონ”- თქვა ხაბეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია