პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარე ფიზიკური ანგარიშსწორებიდან 23 დღის შემდეგ პროკურატურამ დაზარელბულად ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიაში ავრცელებენ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ხაბეიშვილს შესაბამისი დადგენილების გადმოცემის თაობაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა შეატყობინა:
„ერეკლე ბენაშვილი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი პარტიის თავმჯდომარეს 23 დღის შემდეგ დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ პროკურორმა მის მიმართ გამოიტანა დადგენილება დაზარალებულად ცნობის თაობაზე,“ — აცხადებენ პარტიაში.
ლევან ხაბეიშვილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს 2024 წლის 1 მაისს მიმდინარე აქციაზე.
აღნიშნულ საქმეზე ისევე როგორც აქციის სხვა მონაწილეებსა, პოლიტიკოსებზე და აქტივისტებზე ძალადობაში ამ დრომდე არავინაა ბრალდებული.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია